ახალი ამბები
ლალი ანთია აპირებს გაასაჯაროვოს „წყლის მილების ქურდობის საქმეში“ გუბერნატორის მამხილებელი ფოტოები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მოქალაე ლალი ანთიას ინფორმაციით, მისი შვილის, ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილის გურგენ სართანიას და მის წინააღმდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები მიზანმიმართულ პროვოკაციას გეგმავენ. ანთიას განცხადებით, ეს უკავშირდება გურგენ სართანიას გადაწყვეტილებას, სოფელ ოდიშში მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე, რასაც ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. კონკრეტულად ვინ, გამგებლის ყოფილი მოადგილის დედას არ დაუსახელებია.

მან ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე უთხრა, რომ დაგეგმილია გურგენ სართანიასთვის ხელის შეშლის მიზნით, მისი კვლავ „დამნაშავედ“ წარმოჩენა და საამისოდ ე.წ. „მილების საქმის“ კვლავ წინ წამოწევა. ლალი ანთიამ ამავე დანაშაულში დღეს კიდევ ერთხელ დასდო ბრალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას, რომელიც სოფლებში მილების ქურდობის პერიოდისთვის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ანთიას სიტყვევებით, ის დიდი ხანია პირადად იძიებს ამ საქმეს და მასში ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების ჩართულობის დეტალებს. მისი ინფრომაციით, ფაქტები და მასალები უკვე აქვს, ძიების პროცესი სრულდება და უკვე ორშაბათს ჟურნალისტებს გააცნობს:

„პირობას გაძლევთ, დღეის სწორს, ნახავთ მილებზე ამხედრებულ ლევან შონიას ფოტოებს მის მეგობრებთან ერთად“, - განაცხადა ლალი ანთიამ.

კითხვაზე, თუ რატომ არ გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია და ფაქტები მანამდე, აღნიშნა, რომ „ხმაურს ერიდებოდა“.

ბრალდებების საპასუხოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ:

„ლალი ანთიას განცხადებაზე, რომელსაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს და მხოლოდ მისი ოჯახის წევრის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება, კომენტარს არ ვაკეთებთ“, - განუცხადეს „ლაივპრესს“ ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

საუბარია 2013 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის მილების ქურდობის საქმეზე, რაშიც ლალი ანთიასაც ედებოდა ბრალი. იმდრისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ თავმჯდომარის, ლალი ანთიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით იყო აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. ანთიას საგამოძიებო უწყება წყლის მილების ამოღებას და მითვისებას ედავებოდა.

თავად გამგებლის ყოფილი მოადგილის დედას ჟურნალისტებთან არაერთხელ განუცხადებია, რომ ის უდანაშაულოა, რაც დაადასტურა ყველა ინსტანციის, მათ შორის უზენაესმა სასამართლომ. მან დღეს საამისოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაც წარუდგინა ჟურნალისტებს.

ლალი ანთია ირწმუნება, რომ „მილების საქმის პარალელურად საჯარო მოხელეებს ბევრ სხვა დანაშაულში, მათ შორის „გაყალბებული ტენდერების“ თაობაზე ამხელს.

საქმეში გუბერნატორის ბრალეულობის შესახებ განცხადება და საპროტესტო აქცია მანამდე არაერთხელ გაუკეთებია სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს“ ხელმძღვანელმა თენგიზ ჯგუშიას.

„მილების საქმეზე“ სასჯელს ორი პირი იხდის. მათ პატიმრობა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიუსაჯა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.