მესტიის კურორტების განვითარების კომპანია: ტურისტებს ხელშეუხებელი მთები მოსწონთ
სვანეთის კურორტებზე ტურისტების რაოდენობა გასულ წლებთან
შედარებით გაიზარდა. როგორც „ლაივპრესს“ მესტიის მთის კურორტების
განვითარების კომპანიის დირექტორმა მალხაზ უდესიანმა განუცხადა,
წლევანდელი სეზონი გაცილებით ადრე, მაისის თვიდან დაიწყო. მისი
ინფორმაციით, შესაბამისად სრული დატვირთვით მუშაობენ როგორც
სასტუმროები ისე ჰოსტელები და კერძო სახლები.

მესტიის მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის განცხადებით, სვანეთის სტუმრების რაოდენობის და ტურიზმის შედეგად შემოსული შემოსავლების შესახებ მონაცემები წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
„წელს სეზონი გაცილებით ადრე დაიწყო, შემდეგ ერთი პერიოდი იყო წყვეტა და ახლა ისევ გაიზარდა. მთელი სვანეთი დატვირთვით მუშაობს. გესტ ჰაუსებში მარტო კი არა ადგილობრივების სახლებშიც კი არ არის ადგილი იმდენია უკვე ტურისტი. წელს გაორმაგებულია ფეხით მოსიარულე ტურისტების რაოდენობაც, რომლებიც საკუთარ კარვებში ცხოვრობენ“, - განაცხადა მალხაზ უდესიანმა.

მისი სიტყვებითვე, ტურისტებს განსაკუთრებით რაც მოსწონთ ეს არის სვანეთის ხელშეუხებელი მთები და ველური ბუნება. აქტიურად სტუმრობენ, მყინვარებს და სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
მესტიის მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, სვანეთს სტუმრობენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, განსაკუთრებით კი სჭარბობენ რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, ჩეხეთის, გერმანიის, იტალიის და ესპანეთის მოქალაქეები.