სუსი: პალურის მკვიდრი ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,
წალენჯიხის სოფელ ლიის, პალურის უბნის მკვიდრი უტა სამუშია რუსეთის
სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დღეს
დააკავეს.
„ფაქტზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად“, - განუცხადეს „ლაივპრესს“ სუს-ის პრესსამსახურში.
როგორც „ლაივპრესს“ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თევზაობდა და სწორედ ამ დროს მოხდა მისი დაკავება.