მეუფე ვახტანგი: სინოდში იყო წერილი შემოსული კვართის ზუგდიდიდან გატანაზე [ვიდეო]
„სინოდის სხდომაზე წერილი იყო შემოსული ფოთის და ხობის
მიტროპოლიტ გრიგოლის თხოვნით, რომ ღვთისმშობლის კვართი ერთი დღით
მოსალოცად გადაბრძანებულიყო ხობის დედათა მონასტერში. აქედან
გამომდინარე სინოდმა დამავალა, როგორც სიწმინდეების დაცვის და
მოძიების განყოფილების უფროსს ამ თხოვნასთან დაკავშირებული საკითხის
გარკვევა. მე აქ არ ვარ გადაწყვეტილების მისაღებად ჩამოსული. მე
უბრალოდ გავიგე აზრი მეუფის, ეპარქიის მრევლის, თუ რა მდგომარეობაა
ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტიების მიღება ჩემზე არ არის
დამოკიდებული მე ვაგროვებ ამ მასალას და შემდეგ მოვახსენებ უწმინდესს
და სინოდს“, - განაცხადა მეუფე ვახტანგ ლიპარტელიანმა ზუგდიდისა და
ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმე შარაშენიძის რეზიდენციაში გამართული
შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, დაზუსტებით ვერ იტყვის, თუ როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რადგან ეს დამოკიდებულია პატრიარქზე და სინოდზე.
საპატრიარქოს წარმომადგენელს რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა დღეს მრევლი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძის რეზიდენციის ეზოში. ისინი ამბობდნენ, რომ კვლავ არსებობს საფრთხე კვართის ზუგდიდიდან გატანის და ამის უფლებას არავის მისცემენ.
კვართის ერთი დღით ხობის ხარების დედათა მონასტერში გადატანას 2015 წელსაც ითხოვდნენ და ამ საკითხმა დაპირისპირებაც კი გამოიწვია ორ ეპარქიას შორის. მაშინ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ განმარტა, რომ მსგავსი შინაარსის მოთხოვნა წინა წლებშიც იყო, თუმცა არცერთ შემთხვევაში ნებართვა არ გაცემულა. მოგვიანებით მოქალაქეები მიტროპოლიტის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ და მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მეუფემ მათ საპატრიარქოს პოზიცია გააცნო, რომ სიწმინდე ზუგდიდში დარჩება.