ახალი ამბები
მიტროპოლიტის რეზიდენციასთან შეკრებილები დაიშალნენ - კვართი ისევ დავის საგნად რჩება [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძის რეზიდენციასთან შეკრებილი მრევლი დაიშალა, მას შემდეგ რაც საპატრიარქოს წარმომადგენელთან, მეუფე ვახტანგ ლიპარტელიანთან შეხვედრა დასრულდა.

საპატრიარქოს სიწმინდეების დაცვის განყოფილების თავმჯდომარე ვახტანგ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ დღეს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და რადგან დამოკიდებულია პატრიარქსა და სინოდზე.

მრევლმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღვთისმშობლის კვართი კვლავ ზუგდიდის მუზეუმში დარჩება, იქ სადაც მრავალი წელია საიმედოდ არის დაცული.

საპატრიაქროს წარმომადგენელთან შეხვედრა რეზიდენციის ეზოში, ღია ფაცხაში გაიმართა, რომელსაც მეტწილად საჯარო მოხელეები, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და მრევლის მცირე ნაწილი დაესწრო.

ჟურნალისტებს დიალოგის სრულად ჩაწერის საშუალება არ მიეცათ, რადგან მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა მედიისთვის დახურულია. იმის გამო, რომ ეზოში არ იყო ხმის გამაძლიერებელი კვართის „დაცვის“ მიზნით შეკრებილებმა ვერ მოისმინეს საუბრის დეტალები, რამაც ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მრევლის მხრიდან ისმოდა შეძახილები: „თუ მარტო აპირებდით საუბარს, მაშინ ჩვენ რატომ დაგვიძახეთ“, „თუ არ გაინტერესებდათ ჩვენი აზრი რატომ მოგვიყვანეთ“.

მრევლი დღეს მეუფე გერასიმეს რეზიდენციის ეზოში ორჯერ შეიკრიბა. პირველად დაახლოებით 16:00 საათისთივის. ისინი ამბობდნენ, რომ მოვიდნენ „კვართის დასაცავად“, რომლის ხობის დედათა მონასტერში თითქოს ერთი დღით გადატანა სურთ და ეს არის საბაბი, რასაც არ დათმობენ. 

„ლაივპრესის“ კითხვაზე თუ საიდან ჰქონდათ ინფორმაცია, აღნიშნეს, რომ სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყვეს. თითქმის 2-საათიანი ლოდინის შემდეგ ეპარქიის წარმომადგენლებმა მათ განუცხადეს, რომ საპატრიარქოს წარმომადგენელი, მეუფე ვახტანგ ლიპარტელიანი საღამოს 8 საათზე ჩამოვა. შესაბამისად ისინი დაიშალნენ და დათქმულ დროს კვლავ შეიკრიბნენ.

მეუფე ვახტანგი რვაზე არა, მაგრამ შუაღამე მოვიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სინოდის სხდომაზე წერილი იყო შესული ფოთის და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის თხოვნით, კვართი ერთი დღით მოსალოცად გადაბრძანებულიყო ხობის დედათა მონასტერში.

როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელმა აღნიშნა, აქედან გამომდინარე სინოდმა დაავალა, როგორც სიწმინდეების დაცვის და მოძიების განყოფილების უფროსს, ეს საკითხი შეესწავლა და ეპარქიის აზრი მოესმინა. მისი თქმით, დაზუსტებით ვერ იტყვის, თუ როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილება კვართთან დაკავშირებით, რადგან ეს დამოკიდებულია პატრიარქზე და სინოდზე.

შეხვედრის მონაწილე ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, მან მიმართა მეუფე ვახტანგს, რომ როგორც ღვთისმშობლის ქალაქის მერს აქვს უფლება ელაპარაკოს ქალაქის სახელით, და რომ კვართი უნდა დარჩეს ზუგდიდში. ამასთან, მისივე სიტყვებით მზადდება მიმართვა სინოდის მიმართ რათა დასრულდეს ამ საკითზე ბჭობა:

„უნდა დამთავრდეს ეს სპეკულაციები, რაც ხდება ყოველ წელს. ამ მარიამობის მარხვის წინ ხდება ხალხის ნერვიულობა - ერთი საათით, თუ ერთი დღით, თუ სამი დღით... ხალხი ამის წინააღმდეგია. ეს იწვევს დაპირისპირებას სხვადასხვა რაიონებს შორის.

პატრიარქმა განაცხადა რამდენჯერმე, 2005-ში 2007-ში 2015-ში, რომ კვართი უნდა იყოს ზუგდიდში და რატომ ისმის ეს ყოველწლიურად?! ჩვენ ვამზადებთ წერილს, რომ მივმართოთ წმინდა სინოდს, რათა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხზე ბჭობა“, - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ.

დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მიტროპოლიტმა გერასიმე. "მისი სიტყვებით, ღვთისმშობელს უკვე გადაწყვეტილი აქვს თუ სად იქნება მისი სიწმინდე".

კვართის ერთი დღით ხობის ხარების დედათა მონასტერში გადატანას 2015 წელსაც ითხოვდნენ და ამ საკითხმა დაპირისპირებაც კი გამოიწვია ორ ეპარქიას შორის. მაშინ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ განმარტა, რომ მსგავსი შინაარსის მოთხოვნა წინა წლებშიც იყო, თუმცა არცერთ შემთხვევაში ნებართვა არ გაცემულა. მოგვიანებით მოქალაქეები მიტროპოლიტის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ და მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მეუფემ მათ საპატრიარქოს პოზიცია გააცნო, რომ სიწმინდე ზუგდიდში დარჩება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.