უშბაზე გერმანელ ტურისტებს ისევ ეძებენ
მეორე დღეა მესტიაში, მწვერვალ უშბაზე ორ გერმანელ ტურისტს ეძებენ.
როგორც „ლაივპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ტურისტების სამძებრო
ღონისძიებები აქტიურად გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ უშედეგოდ.
„ჩვენ მათი დაკარგვის შესახებ შეტყობინება მივიღეთ ორი დღის წინ და ჩავერთეთ დაუყოვნებლივ. მათ შორის არამარტო ჩვენ, არამედ საზღვრის დაცვის პოლიციაც და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
სამწუხაროდ ჯერჯერობით დადებითი შედეგი არ გავქვს“, - განუცხადა „ლაივპრესს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ლედი ოქროპირიძემ.