ახუთში ყველაზე წელვადი ელარჯის მომზადებაში რეკორდი დამყარდა [ფოტო]
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, ყველის ერთდღიანი ფესტივალის
ფარგლებში დამყარდა ეროვნული რეკორდი - მომზადდა ყველაზე გრძელი და
წელვადი ელარჯი ისტორიაში.
ძველი ტრადიციის თანახმად, ტაბაკზე დაგებული კერძი სპეციალურმა კომისიამ გაზომა. მისი სიგრძეში 14 მეტრი და 80 სმ-ია, სიგანე კი 35 სანტიმეტრი.
ჩხოროწყუს გამგებელ დავით გოგუას განცხადებით, რომელსაც ღონისძიების იდეა ეკუთვნის, მუნიციპალიტეტს აქვს რძის პროდუქტებით სხვადასხვა კერძის დამზადების ისტორია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ფესტივალის ჩატარებაც.
დღეს აქ ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა დააგემოვნოს ყველაზე გრძელი ელარჯი საქართველოში, რომელიც 300 წლის ისტორიის მქონე სახლის ეზოში მომზადდა.
პარარელურად სტუმრები ახუთში ათვალიერებენ ადგილზე დამზადებულ ყველს და მეგრულ კერძებს. მათ შორის გებჟალიას, ყველიან კვერებს და ღომს ყველით.
ამასთან, შეკრებილებს ფოლკლორული ანსამბლი მეგრულ სიმღერებს სთავაზობს.
ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებიც იმყოფებიან.