გამგეობის ინფორმაციით განმუხურის რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა განმუხურში,
ჯონი მიშველიამ თანამდებობა დატოვა. როგორც „ლაივპრესს“ გამგეობაში
განუცხადეს, ჯონი მიშველიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების
საფუძველზე 18 აგვისტოს დატოვა. „ლაივპრესმა“ ჯონი მიშველიასთან
დაკავშირება არაერთხელ სცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.