მესტიის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
მესტიის სოფელ ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეულის რამდენიმე სოფელში
მეწყერი
ჩამოწვა. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა მწვერვალ უშბის
ძირში მდებარე სოფელ მაზერის მოსახლეობა თუმცა საფრთხე ამ ეტაპზე
განიმუხტა. როგორც მესტიის გამგებლის წარმომადგენელმა ბეჩოში რეზო
ხორგუანმა „ლაივპრესს“ განუცხადა, მწვერვალიდან დაძრული მეწყერი
შიხარის ველზე გაიფანტა და დასახლებულ პუნქტამდე ვერ ჩააღწია.

„სადრენაჟო სისტემა რაც არსებობდა მთლიანად ამოივსო და გადმოვიდა სოფლის მიმართულებით, მაგრამ ღვთის წყალობით გაიფანტა შიხრის ველზე და სოფლამდე ვერ ჩამოაღწია. ამგვარად სოფელი გადაურჩა ამ საფრთხეს. რაც შეეხება აუცილებლად გასატარებელ ღონისძიებებს, სადრენაჟო სისტემაა სრულად განსახლებელი“, - განაცხადა რეზო ხორგუანმა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სვანეთში გამოდიარა და სოფლებს საფრთხე არ ემუქრება.

ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები, ხიდები, გზის და ნაპირდამცავი გაბიონები. მულახის ტერიტორიულ ერთეულში, ადიდებულმა მდინარემ სამაგრები გამოაცალა სოფელ ჭოლაშთან დამაკავშირებელ ხიდს და გაანადგურა სოფელ ჩვაბიანისა და სოფელ ჟაბეშის შიდასასოფლო ხიდები. როგორც გამგეობაში აცხადებენ, დროული რეაგირების შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტში არცერთი სოფელი გარესამყაროს არ არის მოწყვეტილი. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.