მოზარდებში ბულინგის პრობლემაზე მუხურის სკოლაში სემინარი გაიმართა [ვიდეო]
ბულინგის თემაზე ჩხოროწყუს სოფელ მუხურის საჯარო
სკოლაში მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ. მას მუნიციპალიტეტის
სხვადასხვა სკოლიდან 15 მოსწავლე დაესწრო.
„ჩვენი მიზანია ტრენინგების შემდეგ ბავშვებმა თვითონ მოახერხონ ამ პრობლემის [ბულინგი] იდენტიფიცირება და მისი გადაჭრის გზები. ინფორმაციის მიწოდება ხდება არაფორმალური განათლების გზით, სიმულაციური მეთოდებით, სიტუაციური ამოცანებით, ვიზუალური მასალებითა და თემატური ფილმის ჩვენებით“, - გვითხრა პროექტის კოორდინატორმა მარიამ ჩიქოვანმა.
პროექტს „ცვლილებების ტალღა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ირის ჯგუფი-მრავალფეროვნების მართვა“ ჩხოროწყუსა და სიღნაღში ახორციელებს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ ბულინგის თემაზე მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდება.