ახალი ამბები
პრემიერი მერობის კანდიდატებზე: ეს ადამიანები იზრუნებენ თქვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ეს ადამიანები მზად არიან იზრუნონ თითოეული თქვენგანის და თქვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის. მზად არიან იმისთვის, რომ ეს ულამაზესი რეგიონი გახდეს კიდევ უფრო ლამაზი და გაბრწყინებული, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ამომრჩეველს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენაზე.

მთავრობის მეთაურმა და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეები მხარს სწორედ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ შეთავაზებულ ადამიანებს დაუჭერენ.

გიორგი კვირიკაშვილს მედიასთან ცალკე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა წარდგენაზე ისაუბრა რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებმაც მისი თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლების გარემო-პირობები უნდა გააუმჯობესოს.

ანაკლიის პორტი, რომელმაც ზუგდიდელების დასაქმებას უნდა შეუწყოს ხელი, რუხში თითქმის დასრულებული საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც აფხაზებსაც შესთავაზებს სხვადასხვა აუცილებელ სერვისს, „ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრის მშენებლობა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის და თეატრის რეკონსტრუქცია, ნენსკრაჰესის მშენებლობა, ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც საკუთარი გამოსვლის ტექსტში პრემიერმა ყურადღება გაამახვილა.

„მართალია სამეგრელომ წლების განმავლობაში ბევრი სირთულე გადაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ ვერაფერმა გატეხა. მართლაც უზარმაზარი პოტენციალი გაქვთ თქვენ, როგორც სამეგრელოს, ასევე ზემო სვანეთს. ეს პოტენციალი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ეს მხარე უნდა ვაქციოთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რეგიონად. სახელმწიფოს მხრიდან თქვენ გექნებათ უწყვეტი მხარდაჭერა. რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ამ რეგიონის გაძლიერება და თითოეული ადამიანის ცხოვრება გახდეს გაცილებით უკეთესი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თავის მხრივ, წარდგენილმა მერობის კანდიდატებმა მთავრობის მეთაურს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ გააკეთებენ ყველაფერს, ადგილბრივების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი, ფოთის - გოჩა კურდღელია, აბაშის - ლევან მაკალათია, სენაკის - ლევან კუპრეიშვილი, მარტვილში ალექსანდრე გრიგალავა, ხობში გოჩა ქაჯაია. წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანიაა, ჩხოროწყუს კი დავით გოგუა.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატების წარდგენაზე დასასწრებად მოსახლეობა სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდა.

შეხვედრა საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.