კობახიძე: მმართველი გუნდი არჩევნებთან დაკავშირებით შეჯერდა ორ საკითხზე, რომელიც კონსტიტუციაში აისახება
17:21 / 21.09.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით,
პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს
კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება.
„კონსულტაციების საფუძველზე, მმართველი გუნდი შეჯერდა ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება:
ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც მიენიჭებათ.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება უახლოეს მომავალში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს შემდგომი სესიის დასრულებამდე მიიღება.