მესტიაში კლდეზე ცოცვის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულები გამოვლინდნენ [ფოტო]
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მიხეილ ხერგიანის
სახელობის
საერთაშორისო ტურნირი კლდეზე ცოცვაში დასრულდა. გამოვლინდნენ
გამარჯვებულები ვაჟთა და ქალთა გუნდებში, როგორც რთულ, ისე სწრაფ და
ბუნებრივ კლდეზე ცოცვაში.

მესტიის გამგეობის ინფორმაციით, სპორტსმენები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით, თასებით და ფულადი პრიზებით. „მესტია ჰესი“-მა საპრიზო ადგილების მფლობელებს - პირველ ადგილზე გასულს 400 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს 300 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 100 ლარი გადასცა. პრიზიორი ვაჟები მიხეილ ხერგიანის მუზეუმმა დააჯილდოვა სპეციალურად მათთვის დამზადებული მაისურებით, ხოლო გოგონებს მესტიის კულტურის სამსახურმა სამახსოვრო მედლები გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „რიჰო“, ხოლო მაყურებელს საცეკვაო ნომრები შესთავაზეს პატარა დამწყებმა მოცეკვავეებმა.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: რთული ცოცვა ვაჟთა შორის: I ადგილი - ჩხაბერიძე ნიკა (თბილისი), II ადგილი - კურტანიძე ტატო (თბილისი), III ადგილი - გაბულდანი სოსო (მესტია).
რთული ცოცვა გოგონათა შორის: I ადგილი - თვაური ნიცა (თბილისი), II ადგილი - სანაძე სალომე (თბილისი), III ადგილი - გიგანი მარი (მესტია).

სწრაფი ცოცვა ვაჟთა შორის: I ადგილი - ჯაფარიძე გიორგი (მესტია), II ადგილი - როხვაძე ანრი (ქუთაისი), III ადგილი - კურტანიძე ტატო (თბილისი).
სწრაფი ცოცვა გოგონათა შორის: I ადგილი - თვაური ნიცა (თბილისი), II ადგილი - სანაძე სალომე (თბილისი), III ადგილი - იოსელიანი მარიამი (მესტია).

ბუნებრივ კლდეებზე გამარჯვებულები გახდნენ, ვაჟთა შორის: I ადგილი - ჯაფარიძე გიორგი (მესტია), II ადგილი - ბექა ნავერიანი (მესტია), III ადგილი - გაბულდანი სოსო (მესტია). გოგონათა შორის: I ადგილი - იოსელიანი ფატი (მესტია), II ადგილი - იოსელიანი მარიამი (მესტია), III ადგილი - სანაძე სალომე (თბილისი).

ტურნირი 19 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა მესტიის მუნიციპალიტეტში.