კახა კუკავა: უნდა დავიწყოთ სამეგრელოს კრიზისიდან გამოყვანა [ვიდეო]
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა
სამეგრელოს
რეგიონის საარჩევნო სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ზუგდიდში
წარადგინეს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მისულ ამომრჩევლებს
კანდიდატების წარდგენამდე სიტყვით მიმართა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და
კახა კუკავამ. მათ საუბრისას ყურადღება, როგორც რეგიონის ერთ-ერთ
მთავარ პრობლემაზე გაამახვილეს აზიური ფაროსანას მიერ მოსავლის
განადგურებაზე. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ამ მხრივ
ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
კახა კუკავას განცხადებით, სამეგრელომ არჩევნებში აქტიურობა უნდა გამოიჩინოს, განსაკუთრებით კი ზუგდიდმა რათა დასრულდეს „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი მმართველობა.
მანვე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლება გააკრიტიკა თვითმმართველი ქალაქების გაუქმების გამო და პირობა დადო, რომ მათი კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქების შენარჩუნება პრიორიტეტი იქნება.
„უნდა დავიწყოთ სამეგრელოს იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ჯერ შევარდნაძემ მოაქცია და რომელსაც ახლა ეს ხელისუფლება აგრძელებს „ღირსეულად“, - განაცხადა კახა კუკავამ.
ზუგდიდში „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ სართანიაა. სენაკში ზაზა სიჭინავა. აბაშაში გელა კაჭარავა. მარტვილში სიის პირველ ნომრად მურად გვაზავა დასახელდა. ხობი - ედიშერ წურწუმია, წალენჯიხა ბესიკ კვარაცხელია და ჩხოროწყუ რამაზ ლაგვილავა.
პარტიის ლიდერებმა დღესვე წარადგინეს ზუგდიდის სოფლებში მაჟორიტარობის კანდიდატები. დარჩელში „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატია კონსტანტინე სორდია, ოქტომბერი ალიოშა ალანია, ძველ აბასთუმანში ზვიად კუტალია, კოკში ირაკლი ხუბუა, ყულიშკარში დავით ფიფია, შამგონაში ვარლამ ბოკუჩავა, დიდინეძში ავთანდილ ჩახაია, ერგეტაში სპარტაკ შენგელია, ახალკახათში ზვიად აბსანძე, ცაიშში ბაჩუკ ნაროუშვილი და კახათში ხვიჩა ოთხოზორია.
რაც შეეხება ზუგდიდის მერობის კანდიდატს, ზვიად ჯინჯოლავამ შესაძლოა საკუთარი კანდიდატურა მისი კონკურენტის დომენტი სიჭინავას სასარგებლოდ მოიხსნას. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მან ზუგდიდდში საარჩევნო სიის წარდგენაზე არ დაასახელა მერობის კანდიდატი. მისივე თქმით, ისინი საბოლოო გადაწყვეტილებას მედიას ორშაბათს გააცნობენ.