ახალი ამბები
სეს: როგორ ვებრძოლოთ ფაროსანას
FaceBook Twitter
E-mail Print
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში გავრცელებულ მავნებელთან აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს. სააგენტოში აცხადებენ, რომ ქიმიური პრეპარატების შესხურება უნდა ჩატარდეს მათი გამოყენების წესების და ლოდინის პერიოდის მკაცრი დაცვით.

რეკომენდაციაში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მიხედვით და ამერიკელი მეცნიერების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელთაგანაც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია: ტალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და კურა-კურა.

„პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6-1ლ/ ჰექტარზე. ფაროსანას წინააღმდეგ ასევე გამოიყენება შემდეგი დასახელების ინსექტიციდები: პირინექს სუპერი (ბიფენტრინი+ქლორპირიფოსი) - 0,8-1,5ლ/ჰა; ანტიხრუში (ბიფენტრინი+იმიდაკლოპრიდი) - 1კგ/ჰა; ნურელ დ (ქლორპირიფოსი+ ციპერმეტრინი) - 0,4-1 ლ/ჰა; ეფდალ-ფოსეტრინი (ქლორპირიფოსი+ ციპერმეტრინი) - 0,4 ლ/ჰა; არივო (ციპერმეტრინი) - 0,2 ლ/ჰა; აქტარა (თიამეტოქსამი) - 0,12-0,14 კგ/ჰა; კონფიდორ მაქსი (იმიდაკლოპრიდი) - 0,1 კგ/ჰა და სხვა ზემოაღნიშნული ჯგუფების პრეპარატები როდის და რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს წამლობა? მნიშვნელოვანია რომ ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან დაიწყოს ინტენსიური დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე მავნებლის გამოჩენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ქიმიური წამლობა, რომელიც ეფექტურია ნიმფის (მატლის) ფაზაში“, - აცხადებენ სააგენტოში.

სპეციალისტების რეკომენდაციით, პირველი წამლობა ტარდება მავნებლის მასიური გამოჩეკვის შემდეგ, კოლხეთის დაბლობზე - ივნისის დასაწყისში, ხოლო მაღალი ზონის ადგილებში - შედარებით მოგვიანებით. პრეპარატების შესხურება ძირითადად ხდება თხილნარებში, რადგან ამ პერიოდისათვის მავნებელი უპირატესად ამ კულტურაზეა დასახლებული. ამავე პერიოდში ტარდება შესხურება ნაყოფისმომცემ ხეხილოვან და ბოსტნეულ კულტურებზე

მეორე წამლობა ზემოჩამოთვლილ კულტურებზე ტარდება ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში; მესამე თხილის მოსავლის აღების შემდეგ, მეოთხე კი სიმინდის და სხვა ნათესებში გავრცელებულ მავნებელზე ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში. მეხუთე წამლობა ტარდება სიმინდის ნათესებში საჭიროების მიხედვით.

„აზიური ფაროსანას მიერ დაზიანებული ნაყოფი მოარიდეთ ფუტკარი ქიმიურ წამლობას, არ გამოუშვათ წამლობიდან რამდენიმე საათის განმავლობაში სკებიდან, შესხურება ჩაატარეთ დილის და საღამოს საათებში! 2017 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სათანადო სიფრთხილის გამოჩენისას, ფაროსანას წინააღმდეგ რეკომენდებული პრეპარატების რეგლამენტების დაცვით ჩატარებული წამლობა ფუტკრისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ - აცხადებენ სააგენტოში.

რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა საცხოვრებელ სახლებსა და შენობებში, სადაც ის გამოსაზამთრებლად ინაცვლებს. როგორც სეს-ში განმარტავენ, მსოფლიოს ექსპერტების რეკომენდაციით, არსებობს მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები, რომლებიც მოსახლეობის მიერ აქტიურად გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში.
ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები:

მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა. აღნიშნულ თავშესაფრებს, გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვის მიზნით, ათავსებენ სახლების მახლობლად, ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ მექანიკურად.

სახლებში შესულ ფაროსანასთან აუცილებელია მექანიკური ბრძოლა სხვადასხვა მეთოდით (მაგ.: მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება).

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ასევე ეფექტიანად გამოიყენება ე.წ. „მოიზიდე და მოკალის“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად ფაროსანა კვდება.

ვეგეტაციის პერიოდში ბაღის კიდეზე არსებულ მცენარეზე 5 ან მეტი ფერომონი თავსდება და ტარდება ყოველკვირეული წამლობა ზემოთხსენებული ინსექტიციდებით.

სამეგრელოს რეგიონში თხილის მავნებლებმა, მეტწილად კი აზიურმა ფაროსანამ მოსავლის დიდი წილი გაანადგურეს. ადგილობრივებმა კომპენსაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. სახელმწიფო ამბობს, რომ მათ საამისოდ ფინანსური რესურსი არ აქვთ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.