პრემიერი: დაკარგულების შესახებ, იქნება ეს აფხაზი, ოსი თუ ქართველი, ინფორმაცია მიაწოდეთ წითელ ჯვარს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თხოვნით მიმართავს ყველა პირს, ვისაც
ომის
შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია
აქვს, ის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიაწოდონ.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 1992-93 წლების და 2008 წლის ომის შედეგად, ორი ათას 400-ზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული, რომელთა შესახებაც ოჯახის წევრებმა ამ დრომდე არაფერი იციან.
მისივე ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, 110-მა ოჯახმა შეიტყო დაკარგული ოჯახის წევრის და ახლობლის ადგილსამყოფელის შესახებ, დღეს კი ამ რიცხვს კიდევ 25 ოჯახი შეემატა.
„ასობით ოჯახი კი, 20 წელიწადზე მეტია, დღესაც ეძებს მათ საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრს. მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ყველა იმ პირს, ვისაც გააჩნია რაიმე სახის ინფორმაცია, მიაწოდოს ის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, თბილისში, მოსაშვილის #24-ში მდებარე ოფისში.
ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც სრული უფლება აქვს, დაიცვას მიწოდებული ინფორმაციისა და წყაროს კონფიდენციალურობა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი დაკარგულის შესახებ, იქნება ეს აფხაზი, ოსი თუ ქართველი, საქართველოს ნებისმიერი დაკარგული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, არსებობის შემთხვევაში, მიაწოდოთ ამ ორგანიზაციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.