ახალი ამბები
თემურ ნადარაია: გალელებს საკუთრების უფლება არ შეეზღუდება
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინადრობის მოწმობის მფლობელს საკუთრების უფლება არ შეეზღუდება, თუმცა ქონების გასხვისებას ის მხოლოდ „აფხაზეთის მოქალაქეზე“ შეძლებს. შესაბამისი განმარტება გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარიამ გააკეთა, რადგან როგორც თავად განმარტავს, საკუთრების უფლება ის საკითხია რაც დღეს გალელებს ძალიან აწუხებთ.

ინტერვიუში, რომელსაც გამოცემა „აფხაზია ინფორმი“ ავრცელებს, დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბინადრობის მოწმობის გაცემის პირობებზე საუბრობს. მისი სიტყევბით, დროებითი დოკუმენტის გაცემისას საპსორტო განყოფილებაში დაფიქსირდა დარღვევებიც, კერძოდ კი მისი რიგის გარეშე გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღების მცდელობა, რაც აღიკვეთა.

ნადარაიას ინფორმაციით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ერთი პირის მიმართ, რომელიც 2 ათასი რუბლის სანაცვლოდ რიგში მდგომთ ყალბ დოკუმენტებს აძლევდა.

„იყო ასეთი შემთხვევაც როცა რამდენიმე პირი მიდიოდა სოფელში და მოსახლეობას ეუბნებოდა, რად გინდათ საპასპორტო განყოფილებაში წასვლა, ჩვენ გაგიკეთებთ ამ ყველაფერს თანხის სანაცვლოდ. ხალხი ამას თანხმდებოდა. ასეთი, რომ არ განმეორდეს, დოკუმენტების გაფორმების პროცესში ჩავრთეთ სამოქალაქო საზოგადოების და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ახალა ისინი ესწრებიან პროცესს საპასპორტო განყოფილებაში“, - აცხადებს თემურ ნადარაია.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპასპორტო განყოფილების ინფორმაციით, სამ თვეში, მას შემდეგ რაც დაიწყო ბინადრობის მოწმობების გაცემა, გალში, ტყვარჩელსა და ოჩამჩირის რაიონებში 500-მა მცხოვრებმა მიიღო დოკუმენტი და იმდენივე უკვე მზად არის გასაცემად. საერთო ჯამში დე ფაქტო მთავრობა გეგმავს 22 ათასი ბინადრობის მოწმობის გაცემას. დოკუმენტის მოქმედების ვადა 5 წელია.

გალში ბინადრობის მოწმობების გაცემა ზაფხულიდან დაიწყო. დოკუმენტის მიღებაზე უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ნაწილი. მოქალაქეები შიშობენ, რომ მისი აღების შემთხვევაში საკუთრების უფლება შეეზღუდებათ. გალელების პროტესტს იწვევს ისიც, რომ მათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გათვლილ საბუთს აძლევენ, მაშინ, როცა ეს მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია, როგორც ავტოქთონი მოსახლეობის.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.