ახალი ამბები
ევროპული საქართველო აქციას „შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“ აანონსებს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მავნებელი მწერის, აზიური ფაროსანას მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის აღრიცხვისა და თუნდაც მინიმალური კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით „ევროპული საქართველო“ საპროტესტო აქციას „შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“ გამართავს. პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა შესაბამისი განცხადება დღეს ბრიფინგზე გააკეთა.

ლელა ქებურიას სიტყვებით, „ევროპული საქართველო“ დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდას დიდი ხანია ითხოვს და საამისოდ 4100 ხელმოწერა შეიტანეს მთავრობის კანცელარიაშიც, თუმცა უშედეგოდ. როგორც მერობის კანდიდატი განმარტავს, ბიუჯეტის პროექტის განხილვამ ცხადყო, რომ ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს იმ ზარალზე რაც რეალურად მიადგა მოსახლეობას ამ მწერის გავრცელებით. პარტიაში აცხადებენ, რომ მავნებელთან ბრძოლაში ხელისუფლებამ გულგრილობა და უმოქმედობა გამოავლინა.

სწორედ ამ მიზეზით, როგორც ქებურია აცხადებს, პარტიამ გადაწყვიტა ფაქტი გააპროტესტოს მოსახლეობასთან ერთად. აქცია „შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“ 17 ოქტომბერს მეორე საჯარო სკოლის წინ მსვლელობით დაიწყება და მერიასთან დასრულდება.

მავნებელმა მწერმა ე.წ. აზიურმა ფაროსანამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში თხილის და სიმინდის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მოსახლეობამ კომპენსაციის მოთხოვნით აქცია არაერთხელ გამართა. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ შესაბამისი რესურსი დღეს ქვეყანას არ აქვს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.