აქციის მონაწილეებთან გუბერნატორის მოადგილე მივიდა [ფოტო]
საპროტესტო აქციის მონაწილეებთან, რომელთაც ზუგდიდში, ცენტრალური
საავტომობილო გზა
გადაკეტეს, გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია მივიდა.
„ფაროსანასთან ბრძოლა დაწყებულია, დავარიგეთ პრეპარატები და აზიური ფაროსანას ს საწინააღმდეგო ღონისძიებები კიდევ გრძელდება. რაც შეეხება კომპენსაციას, მავნებლით მიყენებული ზარალის კომპენსაციას ხელისუფლება ვერ გასცემს“, - უთხრა აქციის მონაწილეებს კობა ქანთარიამ.
მოპიკეტეებმა კი განაცხადეს, რომ ისინი არ დაიშლებიან, სანამ მათ გუბერნატორი ლევან შონია არ შეხვდება. მათ დღეს ადმინისტრაციის შენობასთან მავნებლით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. შემდეგ კი შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციამ არ შეუშვა. ამ წუთებში, მათ ცენტრალური საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი.