„შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“ - აქცია ამჯერად „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით [ვიდეო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან მავნებელ
აზიურ ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის
გადახდის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა. ამჯერად აქცია „ევროპული
საქართველოს“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეების თქმით,
ისინი აპროტესტებენ სოფლის მოსავლის დიდი ნაწილის გამნადგურებლის,
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ხელისუფლების „უმოქმედობას“ და მოითხოვენ
ზარალის კომპენსაციას.

აქციის მონაწილეები, რომელთა შორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩამოსული მოქალაქეები და პარტიის ლიდერები, მათ შორის გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე იყვნენ, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარედ შეიკრიბდნენ. მათ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს და გუბერნატორის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. აქციის მიმდინარეობისას გამსახურდიას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ჩაიკეტა. მობილიზებული იყო პოლიცია, როგორც ბულვარის მიმდებარედ ასევე სამხარეო ადმინისტრაციის შესასვლთან. პარტიის ლიდერებმა შეკრებილებს ცუდი ამინდისა და ხელისშემშლელი პირობების მიუხედავად აქციაზე მოსვლისთვის მადლობა გადაუხადეს. საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია სოფელ ერგეტაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. პარტიის მერობის კანდიდატის, ლელა ქებურიას ქმრის გია ჯიქიას განცხადებით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზუგდიდში აქციაზე წამომსვლელ მძღოლებს გადაადგილების პრობლემას უქმნიდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდნენ.

მისი მტკიცებით, დაახლოებით 20-მდე, მისთვის უცნობი პირი დაესხა თავს. „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი სიის პირველმა ნომერმა ბათლომე შელიამ კი განმარტა, რომ ეს ადამიანები იყვნენ მმართველი პოლიტიკური ძალის მაჟორიტარობის კანდიდატ ზვიად ყორშიას თანმხლები პირები. მოგვიანებით ბრალდებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი, სადაც აღნიშნეს, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები პროვოკაციულად იქცეოდნენ.

აქცია გუბერნატორის ადმინისტრაციის წინ თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. დასასრულს შეკრებილებმა საგანგებოდ პარკებით მოტანილი ფაროსანა დაყარეს.
გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მიზანი იყო ხელისუფლებისთვის კიდევ ერთხელ მიეწვდინათ ხმა აზიური ფაროსანას პრობლემის შესახებ. მისი თქმით, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა არ იციან, თუ როგორ იმოქმედონ და ცენტრალურ ხელისუფლებას ელოდებიან, მათთან ახდენენ გადამისამართებას. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ერთადერთი პასუხი, რაც შეიძლება ხელისუფლებას გასცენ, ეს იქნება არჩევნების გზით გამარჯვება და ლელა ქებურიასთვის ხმის მიცემა.

მანამდე, 16 ოქტომბერს ანალოგიური მოთხოვნით საპროტესტო აქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა.