ახალი ამბები
„ევროპული საქართველო“ ერგეტის ინციდენტის მონაწილეების დასჯას ითხოვს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დაასახელა ერგეტაში მომხდარი ინციდენტის მონაწილეთა ვინაობა. ლელა ქებურიას თქმით, ესენი არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მმართველი პარტიის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის დათო კოდუას მამა, ოთარ კოდუა. მან მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოიძიონ 17ოქტომბერს მომხდარი ფაქტი და „ერთხელ მაინც დადგეს მოძალადეთა დასჯის პრეცედენტი“.

მერობის კანდიდატის თქმით, 17 ოქტომბერს მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მათი გუნდის წევრებს სცემეს, ის „ევროპული საქართველოს“ შტაბის ორ ქალ თანამშრომელთან ერთად მივიდა მმართველი პარტიის სოფლის შტაბში, რათა გადაეღო ინციდენტში მონაწილეთა სახეები.

მინდოდა პირადად ჩემს ფოტოკამერაზე ყოფილიყო აღბეჭდილი ეს სახეები რათა ყველამ დაიმახსოვროს, და რომ ყველამ იცოდეს თუ როგორი კადრებით აპირებს შემდეგ „ქართული ოცნება“ ზუგდიდის მერიის დაკომპლექტებას“, - განაცხადა ლელა ქებურიამ.

მან დღეს პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს წარუდგინა ინციდენტისას ნაცემი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრე ღვინჯილიას მადლობის სიგელი.

მისი სიტყვებით „ქართული ოოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა „ზონდერი“ უწოდა ალექსანდრე ღვინჯილიას, რომელსაც 2016 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილისგან, როგორც კარგ თანამშრომელს მიღებული აქვს მადლობის სიგელი. მერობის კანდიდატის თქმით, ამაყობს რომ „ევროპული საქართველოს“ სიის მეხუთე ნომერი არის სწორედ ალექსანდრე ღვინჯილია და რომ მსგავსი ახალგაზრდები არიან პარტიის შემადგენლობაში.

ფოტოზე: ალექსანდრე ღვინჯილია

საპირისპირო ბრალდებებით გამოეხმაურა კანდიდატის ბრიფინგს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბი. მისი ხელმძღვანელის დათო კოდუას თქმით, ერგეტაში მომხდარი ოპოზიციური პარტიის პროვოკაციულმა ქმედებებმა გამოიწვია. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა მამამისი, ოთარ კოდუა არის აპოლიტიკური ადამიანი და არ არის ჩართული პარტიულ აქტივობებში, ის მეგობართან მიდიოდა სტუმრად სოფელ ერგეტაში, როცა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეაგინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დავით კოდუას სიტყვებით, მიუხედავად ამისა, მან შეძლო თავის შეკავება და არ ჩაერთო ფიზიკურ დაპირისპირებაში. როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, ის ინციდენტის მონაწილე გია ჯიქიას და ალექსანდრე ღვინჯილიას იცნობს, როგორც „ზონდერებს“ და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავა დამხმარე პირებს.

ფოტოზე: დათო კოდუა

დათო კოდუას თქმით, მათ ინტერესებში არ შედის ინციდენტების მოწყობა, პირიქით, მისი მტკიცებით, სურთ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება. Так же следует учитывать платежные системы, с которыми имеете дело при игре в разные версии игровых автоматов на гривны. В ряде случаев у них установлен лимит на вывод, который больше депозита. Самая минимальная комиссия в таких платежных системах как Вебмани и Qiwi.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

17 ოქტომბერს, როგორც „ევროპული საქართველო“ ირწმუნება, მძღოლებს, რომლებსაც აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით დაანონსებული საპროტესტო აქციის მონაწილეების ზუგდიდში ტრანსპორტირება უნდა მოეხდინათ, გადაადგილების პრობლემები შეუქმნეს, რის შემდეგაც ვითარებაში გარკვევის მიზნით მისულ პარტიის რამდენიმე წევრს, მმართველი პოლიტიკური ძალის ერგეტის მაჟორიტარობის კანდიდატ ზვიად ყორშიას თანმხლები პირები აესხნენ თავს და სცემეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.