ბიორკი თბილისის კონცერტების შემდეგ სვანეთს ეწვევა
ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი თბილისში ორი კონცერტის გამართვის
შემდეგ ოთხ რეგიონს ეწვევა. მუსიკოსი სვანეთს, ზემო აჭარას, გურიას და
კახეთს ესტუმრება. ამის შესახებ SOU-ს ფესტივალის დამფუძნებელმა დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სანდრო ლომინაშვილის თქმით, ფესტივალის მიზანია უცხოელი შემსრულებლების ქართული კულტურით დაინტერესება და მისი პოპულარიცაზია. მისი სიტყვებითვე, ამ შემთხვევაში მსგავსი ინიციატივა თავად ისლანდიელმა შემსრულებელმა გამოიჩინა.
„ჩვენ შევთავაზეთ ბიორკს, ხომ არ დააინტერესებდა ქართული მუსიკის გაცნობა. აღმოჩნდა, რომ თურმე მას თავადაც ჰქონდა ასეთი თხოვნა ჩვენთან. ექსპედიციის ფარგლებში ბიორკი მოისმენს და, შესაბამისად, იმოგზაურებს სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და კახეთში. ჩვენ შევთავაზეთ ეს სქემა, რათა გავაცნოთ ქართული მუსიკის მრავალფეროვნება. თანამედროვე ქართველ მუსიკოსებს კი თბილისში ცხოვრების დროს შეხვდება“ – ამბობს SOU-ს ფესტივალის ორგანიზატორი სანდრო ლომინაშვილი.
როგორც ორგანიზატორი აცხადებს, მუსიკოსი პირველ კონცერტს 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართავს – მეორე სოლო-კონცერტი კი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 3 ნოემბერს გაიმართება.
თბილისის საკონცერტო დარბაზში 31 ოქტომბერს დაგეგმილ კონცერტზე ბილეთების შეძენა TKT.ge-ზეა შესაძლებელი.