ენერგეტიკის მინისტრი: რა ფორმით განვითარდება ხუდონჰესის პროექტი, მალე გახდება ცნობილი
ხუდონჰესის პროექტზე ინვესტორისგან კიდევ ერთ წინადადებას ველოდებით
და უახლოეს
მომავალში გახდება ცნობილი, რა ფორმით განვითარდება პროექტი, -
განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.
მისი თქმით, ხუდონჰესთან დაკავშირებით, ამ დროისთვის, კვლევები მიმდინარეობს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.
სვანეთში „ხუდონჰესის“ მშენებლობის პროექტი მიმდინარე წლის თებერვლის თვეში შეჩერდა. ერთ-ერთი ინვესტორი კომპანიის, „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ დირექტორ დავით მირცხულავას განცხადებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულებები.
თავისმხრივ ენერგეტიკის მინიტრი კახა კალაძე ირწმუნება, რომ „ხუდონჰესი“ აუცილებლად აშენდება, რადგან ის ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.
თუმცა მის განხორციელებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდაცვით ორგანიზაციების ნაწილი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების განცხადებით, დაიტბორება 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, მათ შორის რამდენიმე სოფელი. გასულ წელს „ხუდონჰესის“ პროექტის წინააღმდეგ ხაიშში საპროტესტო აქციები იმართებოდა. სოფლის მცხოვრებლებმა უძველესი სვანური ტრადიციის თანახმად ხატზე დაფიცების რიტუალიც ჩაატარა, რომ არ დათმობდა საკუთარ სახლ-კარს და არ მისემდა კომპანიას ხუდონჰესის მშენებლობის უფლებას.