რუხში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის განყოფილების თანამშრომლებმა
ზუგდიდის სოფელ რუხში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. შემოსავლების
სამსახურის განცხადების თანახმად, მონიტორინგის შედეგად 5 540 ღერი
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის რამდენიმე ფაქტია
გამოვლენილი.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა“, - ნათქვამია განცხადებაში.