ახალი ამბები
მაიზერ ნანავამ ზუგდიდის თემის საკრებულო წარმატებულად შეაფასა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუშაობა დაასრულა. დღეს ბოლო სხდომა გაიმართა, სადაც მაიზერ ნანავამ საქმიანობის და საკუთარი თავმჯდომარეობის ერთი წელი შეაჯამა. საკრებულოს სხდომის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2 ნოემბერს, ავარიაში დაღუპული გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანს.

მაიზერ ნანავამ მადლობა გადაუხადა როგორც აღმასრულებელი ორგანოს, ასევე საკრებულოს თანამშრომლებს, ამ ხნის მანძილზე გაწეული ძალისხმევის და შრომისთვის. მისი თქმით, 2014 წლის მოწვევის ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ თავისი დანიშნულება პოზიტიურად შეასრულა. ჰქონდათ კოლეგიალური ურთიერთობა ოპოზიციონერ დეპუტატებთან, რომელიც ზუგდიდის განვითარებას ეფუძნებოდა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ყველა პროექტი, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის თუ სოციალური, რომელიც გამგეობამ წარუდგინა ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს, მოიწონეს.

პირადად მაიზერ ნანავასთვის ამ წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამდენიმე გარემოება იყო. ერთი ის, რომ მიიღეს ზუგდიდის გერბი, რომლის თანაავტორიც თავად იყო. ასევე გამოყო სოციალური სახლების მშენებლობა, „ერთი თბილი ოთახის“ პროექტი.

„იყო უამრავი პროგრამა სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. ვაფინანსებდით C ჰეპატიტის პროგრამას, ძვირადღირებულ მედიკამენტებს, თანადაფინანსება ოპერაციების. მთავარი ის არის, რომ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა ორჯერ. მილიონ 200 ათასი გახდა. დინამიკა მატების დიდი იყო“, - განაცხადა მაიზერ ნანავამ.

მის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29 სხდომა, მათ შორის 11 მორიგი, 18 რიგგარეშე. 17 რიგგარეშე სხდომა მუნიციპალიტეტის გამგებლის, ხოლო ერთი საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით მოიწვიეს. სულ განიხილეს 157 საკითხი, მიიღეს 80 დადგენილება და 77 განკარგულება.

საკრებულოს აპარატმა 832 წერილი მიიღო.

2016-2017 წლებში სამსხურებრივი მიზნებით სხვადასხვა დაწესებულებაში მიავლინეს 18 პირი. მათ შორის ორი საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით კი 16.

ამავე პერიოდში მომზადდა და გაიცა 37 საჯარო ინფორმაცია. აქედან 21 გაეგზავნა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიაორგანიზაციებს 7, პოლიტიკურ პარტიებს ერთი, მოქალაქეებს ორი, სხვადასხვა სტრუქტურას - 3, უწყებას - 2, საკრებულოს წევრს ერთი.

მაიზერ ნანავას ანგარიშში აღნიშნულია ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში მოქალაქეთა ჩართულობა, რაც მისი განმარტებით გამოიხატება მათ მიერ პეტიციის წესით წინანადებების წარმოდგენაში.

„სულ შემოსული 6 პეტიცია, რომლებიც განხილულ და გადაგზავნილ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. აქვე მინდა დავამატო, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოცემული რეკომენდაციები პეტიციის წესით საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით და ცვლილებები შეიტანა საკრებულოს რეგლამენტში. მიმაჩნია რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მაიზერ ნანავას თქმით, მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელმაც დაასრულა დღეს მუშაობა, წარმატებული საკრებულოა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.