ახალი ამბები
მესტიის გამგებელი: იგეგმება ამ შენობის გადახედვა
FaceBook Twitter
E-mail Print
სვანურ კოშკებს შორის აგებული ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელ ფეისბუკით გავრცელდა, მესტიის უბანში, ლანჩვალში მდებარეობს. ის ადგილობრივი მცხოვრებლების, გოშთელიანების საგვარეულო სახლია, თუმცა ახლა არავინ ცხოვრობს.

როგორც „ლაივპრესს“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, თავდაპირველად ტიპიური სვანური სახლი იყო და ამ ფორმით რეკონსტრუქცია 2002 წლიდან 2004 წლამდე ჩაუტარდა.

„თვითონ მეპატრონე რუსეთში მოღვაწეობდა და გარდაცვლილია. სახლში არავინ ცხოვრობს. სახლი იდგა და მას გაუკეთეს რესტავრირება. ნებართვისთვის არვისთვის მიუმართავთ. ეს იყო სვანური საცხოვრებელი სახლი, გადაღებეს და სახურავი სხვანაირად დაახურეს“, -  განმარტა მესტიის გამგებელმა.

მისი ინფორმაციით, სამომავლოდ დაგეგმილია სახლს მიეცეს გარემოსთვის შესაბამისი ფორმა. როგორც კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ამ უბანში ერთ მესამედზე მეტ ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარა.

„მოვა ამისი (სახლის) დროც. ახლა უკვე იდება განაშენიანების რეგულირების გენ გეგმა და იმაში ეს ზონა და ეს ზოლი განსაკუთრებული დაცვის ქვეშ არის მოქცეული. იგეგმება ამ შენობის გადახედვა, ფერის შეცვლა და სახურავის შეცვლა“, - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონკრეტულად არ არის განსაზღვრული, თუ რა ღონისძიებას მიმართავენ გოშთელიანების სახლთან დაკავშირებით.

როგორც მან „ლაივპრესთან“ საუბარში განაცხადა, ამ სახლის ბედი გადაწყდება კონკრეტულად ლანჩვალში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში.

„მთლიანი რეაბილიტაციის პროცესში, აი როგორც ჩაჟაშში ხდება, თუ ეს ნაგებობა არის შეუსაბამო, ამ შემთხვევაში დადგება ეს საკითხი. იმისთვის, რომ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრეზუმცია არ შედგეს, სახელმწიფო უნდა დაელაპარაკოს, მისცეს შესაბამისი ანაზღაურება, რაც დაუჯდა და ა.შ. მაგრამ ამას ყოველგვარი ვადები გასული აქვს 2002 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, თუ დადგა საკითხი ამ კოშკების რეაბილიტაციის და ირგვლივ ინფრასტრუქტურის მოწყობის, მაშინ შეიძლება დადგეს საკითხი ამ სახლის პროექტის შესაბამისად, რომელიც საბჭოზე უნდა გავიდეს და მოიწონონ, დემონტაჟი იქნება ეს, სხვანაირი სახის მიცემა იქნება ეს თუ სხვა“, - განაცხადა დავით ლომიტაშვილმა.

მისი თქმით, წლების წინ სვანეთში არაერთი მსგავსი მშენებლობა მოხდა, რომლის გამოსწორებაც ახლა უწევს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.