ზუგდიდის მერმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა
ქალაქ ზუგდიდის მერიის ყველა თანამშრომელმა მერის, ირაკლი გოგოხიასგან
მადლობის წერილი მიიღო. ირაკლი გოგოხია მათ მადლობას უხდის ერთად
მუშაობის და ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მქონდა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად საკუთარი წვლილი შემეტანა ჩვენი ქალაქის აღმშენებლობის საქმეში. გისურვებთ წარმატებას და მადლობას გიხდით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, - ნათქვამია მადლობის წერილში.
ირაკლი გოგოხია ქალაქ ზუგდიდის მერად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. მას 12 ნოემბრიდან ლაშა გოგია შეცვლის.