ახალი ამბები
სპეციალისტის თქმით, ახალი საკრებულოს შეკრებამდე ზუგდიდის მერი უფუნქციო იქნება
FaceBook Twitter
E-mail Print
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული მერები საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ. ამ თარიღს არ ემთხვევა ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა. ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დრომდე არ იციან ნოემბრის რომელ რიცხვში შეიკრიბება საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის თქმით, ეს იქნება სავარაუდოდ 14 ნოემბრის შემდეგ.

სპეციალისტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი ამბობს, რომ 12 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ახლად არჩეული მერები შეუდგებიან უფლებამოსილების შესრულებას, არსებული მუნიციპალიტეტები ითვლება ლიკვიდირებულად. კანდელაკის სიტყვებით, სანამ არ შეიკრიბება ახალი საკრებულო ზუგდიდის არჩეული მერი ლაშა გოგია პრაქტიკულად უფუნქციო იქნება. სპეციალისტის თქმით, არ არსებობს ინსტრუქციაც ასეთი შემთხვევისთვის, რადგან მთავრობამ მიიღო მხოლოდ ერთადერთი დადგენილება, თუ როგორ დახარჯონ მიმდინარე წელს დარჩენილი ბიუჯეტი.

„ახალმა საკრებულომ თავიდან უნდა დაამტკიცოს საშტატო ნუსხა და ა.შ. ფაქტიურად საკრებულოს გარეშე მერი იქნება ერთი ადამიანი, რომელიც უბრალოდ იჯდება კაბინეტში. მას შეუძლია გამართოს არაფორმალური შეხვედრები, მაგრამ იურიდიულად სანამ საკრებულო არ შეიკრიბება ვერაფერს ვერ განახორციელებს. მას არ ეყოლება არც მოადგილე და არც თანამშრომლები“, - განაცხადა კოტე კანდელაკმა.

რაც შეეხება თანამშრომლების შერჩევის პროცესს ახლად ჩამოყალიბებულ მუნიციპალიტეტში, როგორც სპეციალისტი განმარტავს, სავარაუდოდ მმართველ პარტიას, რომელიც უმრავლეობას წარმოადგენს საკრებულოში, უკვე შერჩეული ჰყავს ისინი და შემდეგი პროცესები უკვე ფორმალურ მხარეს მიიღებს.

„ზუგდიდში ჩატარდა გასაუბრებები და იქედან ალბათ რაღაც რეიტინგები შედგებოდა. მაგრამ, თან ძალაშია საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი და თუ კანონში ცვლილება არ შევიდა, სამსახურის უფროსები კონკურსის წესით უნდა იყვნენ შერჩეული. ახლა არ ვიცი შეიძლება არაფორმარულად მოლაპარაკებული აქვთ უკვე ვინ დარჩება, რა სტრუქტურა იქნება და ა.შ, მაგრამ ყველაფერი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. მათ შორის რამდენი საშტატო ნუსხა და რა თანამდებობები იქნება მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა კოტე კანდელაკმა.

საქართველოს ცენტრალური კომისიის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული მერები საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ, მოქმედი მერები და გამგებლები კი მოვალეობას 11 ნოემბრის ჩათვლით შეასრულებენ. რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ის 12 ნოემბერს 6 საარჩევნო ოლქში გაიმართება. მოქალაქეები აირჩევენ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების - მარტვილის, ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.