სენაკის ახალი მერი თანამშრომლებს გუბერნატორმა წარუდგინა
სენაკის მუნიციპალიტეტის ახალი მერი ლევან კუპრეიშვილი თანამშრომლებს,
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა.
გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, შონიამ კუპრეიშვილი
წარადგინა, როგორც ევროპული განათლების მქონე გამოცდილი კადრი.
„მიხარია, რომ ასეთი ენერგიული მერი ჰყავს სენაკს. წარმატეტებს ვუსურვებ ლევანს, ის მოდის კონკრეტული გეგმებით უკეთესი სენაკისთვის! ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ სენაკში" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.
თავის მხრვ, თანამშრომლებს მიესალმა და სამომავლო გეგმები გააცნო სენაკის ახალმა მერმა. ლევან კუპრეიშვილმა გუბენრატორთან ერთად სენაკის ყოფილ გამგებელ გოჩა დგებუაძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ლევან კუპრეიშვილი 2007-2008 წლებში მუშაობდა ლოგისტიკურ კომპანია Mika Gorgia-ში ლოგისტიკის მენეჯერად; 2010-2013 წლებში იყო ლოგისტიკური და სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო კომპანია „ბასოს“ დირექტორი; 2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია „ჯიარ ქონების მართვაში“ გენერალური დირექტორის მოადგილე.