სარეზერვო ფონდის ხარჯვა სამეგრელო-ზემო სვანეთში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის
მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა 2015 წლის იანვრიდან 2017 წლის
ივნისის ჩათვლით სარეზერვო ფონდების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია.
ორგანიზაციის მიერ „ლაივპრესისთვის“ მიწოდებულ დოკუმენტაციაში
ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტების ნაწილს სარეზერვო ფონდის თანხები
სრულად არ აქვთ ათვისებული.
ამასთან როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი, არჩილ თოდუა „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის წესი არ აქვთ დადგენილი, განსხვავებით სხვა რეგიონების რამდენიმე მუნიციპალიტეტისაგან (სამტრედია, ხარაგაული,ზესტაფონი და ა.შ). შესაბამისად არ არის დადგენილი ფონდის განკარგვის კრიტერიუმი, რაც მისი სიტყვებით, ადგილობრივ თვითმმართველობას უტოვებს შეუსაბამოდ ფართო შესაძლებლობას, მასში მოიაზრებოდეს ნებისმიერი ისეთი ხარჯი, რომლის გათვალისწინებაც ბიუჯეტის დაგეგმვის დროს შესაძლებელი იყო, მაგრამ არასწორი დაგეგმარების პოლიტიკის გამო თვითმმართველობამ აღნიშნული ვერ მოახერხა.
ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული დათქმა სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვასთან დაკავშირებით არის ძალიან ზოგადი. ამიტომ ის მიიჩნევს, რომ თანხების ეფექტურად და მიზანშეწონილად განკარგვის მიზნით აუცილებელია, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მიიღოს დადგენილება სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის შესახებ.

მისი სიტყვებით, ასევე აუცილებელია, რომ მიღებულ დადგენილებებში ნათლად განისაზღვროს ის კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც გამართლებული იქნება სარეზერვო თანხების განკარგვა.
„ასევე, სარეზერვო ფონდიდან თანხის გახარჯვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა ხდებოდეს, რადგან მუნიციპალიტეტებს, როგორც წესი, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის დროს ტენდერის გამოცხადების ვალდებულება არ გააჩნიათ. ამიტომ ზემოაღნიშნულმა გამარტივებულმა შესყიდვებმა შეიძლება გამორიცხოს საბიუჯეტო თანხების დაზოგვა, შეამციროს კონკურენცია და წარმოშვას კორუფციის რისკი. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის დროს არგუმენტირებულად და მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა და აუცილებლობა“, - განაცხადა არჩილ თოდუამ.
ორგანიზაციის მიერ მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, სარეზერვო ფონდის თანხების ხარჯვა 2015-2017 წლებში შემდეგია:

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი 180 700 ლარს შეადგენდა. აქედან 108 800 ლარი დაიხარჯა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე, ასევე სარეზერვო ფონდიდან რამდენჯერმე დაფინანსდა სადენზიფექციო სამუშაოები, გამოეყო თანხა სტქიის შედეგად დაზარელებულ რამდენიმე მოქლაქეს, მერიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა რამდენიმე მოქალაქის დაკრძალვის ხარჯებიც, რამდენიმეს კი სარეზერვო ფონდიდან გაეწია ერთჯერადი ფინანსური დახმარებაც.

თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სარეზერვო ფონდიდან 265 990 ლარი იქნა დახარჯული. საერთო თანხა კი 423 700 ლარს შეადგენდა. ფინანსების ნაწილი მოხმარდა სტიქიის შედეგების აღმოფხვრას და ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს. ამასთან სარეზერვო ფონდიდან 2015 წელს კეთილმოწყობის სამსახურისათვის 10 000 ლარის საბურავები შეისყიდეს, საბურავებისთვის 2016 წელსაც დაიხარჯა 6 400 ლარი. დაფინანსდა ბუნებიდან მგლის რამდენიმე ინდივიდის ამოღების ღონისძიებები. ფინანსური დახმარება გაეწია რამდენიმე მოქალაქეს, ერთ-ერთს, დაუფინანსა ნიდერლანდებში, ტექსელის აჯანყების მონაწილის შალვა ჟორდანიას საფლავის მონახულების სამგზავრო ხარჯები.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სარეზერვო ფონიდან 2015-2016 წლებში თანხები არ დახარჯულა, 2017 წლის ივნისის მდგომარეობით კი 7 250 ლარი სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენას მოხმარდა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი მითითებულ წლებში იყო 261 851 ლარი, რომელიც სრულად დაიხარჯა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი შეადგენდა 235 000 ლარს. საიდანაც 206 906 ლარი დაიხარჯა. თანხის ძირითადი ნაწილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებს მოხმარდა. სარეზერვო ფონდიდანვე დაფინანდა დიდთოვლობისას გზის საფარის თოვლისგან გაწმენდის, ასევე შენობა-ნაგეობების ჩამოთვლის სამუშაოები.

ხობის მუნიციპალიტეტში 145 518 ლარიდან 111 000 ლარი დაიხარჯა. თანხა მოხმარდა სტიქიის შედეგების აღმოფხვრას, დახმარება გაეწია ავტოვარიაში დაღუპული რამდენიმე პირის ოჯახს, ასევე სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით ჩატარდა რიგი სამშენებლო საქმიანობები. ფონდიდანვე მოხდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანმშრომლის ორსულობის და მშობიარობის გამო ასანაზღაურებელი თანხის - 4 666 ლარის გაცემა. სარეზერვო ფონდიდან დაუფინანსა მიუსაფარი ძაღლების დაჭერისა და თავშესაფარში გადაყვანის, ასევე მგლის 10 და ტურას 20 ინდივიდის ბუნებიდან ამოღების ღონისძიებები.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 127 117 ლარიდან დაიხარჯა 126 204. სარეზერვო ფონდიდან სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად დაფინანსდა სტიქიის სალიკვიდაციო და თოვლის საფარისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები, ფინანსური დახმარება გაეწიათ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ მოქალაქეებს, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარჯი აუნაზღაურდა ნაწილს, დაფინანსდა რამდენიმე მოქალაქის დაკრძალვის ხარჯები. 2015 წელს მედია პროექტი „ეტალონი“ კონკურსის ფოთში ჩატარებასთან დაკავშირებული ფონდიდან 2 960 ლარით დაფინანსდა.

სენაკის მუნიციპალიტეტში 99 200 ლარი გამოიყო, საიდანაც ჯამში 94 943 დაიხარჯა. 2015 წელს სარეზერვო ფონდიდან 48 536 ლარი დაიხარჯა, რომელიც მოხმარდა დახურული სანიაღვრე არხის, ხიდ-ბოგირისა და წყლის ჩამკეტი მოწყობილობის მშენებლობას, 2016 გამოყოფილი თანხა - 44 507 ლარი სანიაღვრე არხის და ხიდბოგირის მშენებლობას მოხმარდა, ასევე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები ქვეწარმავლების რაოდენობის შემცირების მიზნით, 2017 წელს კი ფონდიდან გამოყოფილი 1 900 ლარით რეაბილიტაცი ჩაუარდა სოფელ ეკში არსებულ ხიდს.

აბაშის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი 97 600 ლარი იყო, საიდანაც 43 900 დახარჯა. თანხიდან 5 200 ლარი „მგლის გარემოდან ამოღების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარებას” მოხმარდა, 5 100 კი თოვლის საფარისაგან ქუჩების გაწმენდაზე დაიხარჯა, 33 600 ლარი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.

რაც შეეხება მარტვილის მუნიციპალიტეტს, არჩილ თოდუას თქმით, გამგეობამ ორგანიზაციას ინფორმაცია მიაწოდა იმდაგვარად, რომ შეუძლებელია დადგენა, თუ რა მოცულობის თანხა იყო გამოყოფილი სარეზერვო ფონდისათვის და რამდენი დაიხარჯა.