კორცხელის ინციდენტზე ენმ-ის წევრები და სამართალდამცველები დაკითხეს
ზუგდიდის სასამართლოში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ათი მოწმე
დაიკითხა. მათ შორის ენმ-ის წევრები და საქმის გამოძიებაში სხვადასხვა
ფორმით ჩართული ინსპექტორ-გამომძიებლები. ოპოზიციური პარტიის
წარმომადგენლებმა, რომლებმაც ფიზიკური დაპირისპირებისას დაზიანებები
მიიღეს, ისაუბრეს მომხდარზე, თუმცა ვერცერთმა ვერ გაიხსენა, თუ
კონკრეტულად ვინ მიაყენა მათ ეს დაზიანებები.
ინციდენტის დეტალები გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა და საკრებულოს ყოფილმა წევრმა ლევან კონჯარიამ. მისი თქმით, ჩხუბი საარჩევნო უბნის სიახლოვეს მობილიზებულმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გამოიწვიეს, რომელთაგან 15-მდე ადამიანი გამოეყო დაჯგუფებას და ნიკანორ მელიასთან მივიდა. საუბარი, ლევან კონჯარიას განმარტებით, მალევე ჩხუბში გადაიზარდა, როცა ერთ-ერთმა პარტიის ლიდერს ხელი გაარტყა, რასაც შესაბამისი პასუხიც მოჰყვა მისი მხრიდან. ამის შემდეგ, ენმ-ის წარმომადგენლის თქმით, ქაოსური ვითარება შეიქმნა, რა დროსაც ენმ-ის სხვა ლიდერებსაც სცემეს. ზურგის არეში თავად კონჯარიასაც მოხვდა რამდენჯერმე ხელი დაპირისპირებული მხარეების გაშველებისას, თუმცა ვისგან, არ დაუნახავს. არც ის, თუ ვინ ვის ურტყამდა ზოგადად. განმარტა, რომ ხელკეტის გამოყენების ფაქტი არ უნახავს.
პროკურორმა ნუგზარ ჯიქიძემ წაიკითხა ლევან კონჯარიას გამოკითხვის ოქმი, სადაც ის ამბობს, რომ შეკრებილებს უცნობი ადამიანები ხელკეტებს გამეტებით ურტყამდნენ და ქვებს ესროდნენ. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, რომ შესაძლოა თავის დროზე არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა ფაქტის, და რომ ხელკეტში ე.წ რეიკა იგულისხმა.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ამავე პარტიის წევრი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზვიად ჯგერენაიაც. მისი თქმით, საარჩევნო უბანთან უცნობი ადამიანები იყვნენ შეკრებილი. და რადგან წინა დღით ვრცელდებოდა ინფორმაცია ვითარების შესაძლო დაძაბვის თაობაზე, თავის კოლეგა მაიზერ ნანავას სთხოვა, როგორმე მომხდარიყო პროვოკაციის თავიდან არიდება. თუმცა საბოლოოდ, ზვიად ჯგერენაიამ სასამართლოს განუცხადა, რომ ნიკა მელიას და უცნობ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. ეს მას შემდეგ, რაც მელია დაინტერესდა, თუ რატომ იმყოფებოდნენ ისინი აქ. ამის შემდეგ მას ფიზიკურად შეეხნენ, რასაც ორივე მხრიდან ერთმანეთისადმი შეურაცხმყოფელი მიმართვები მოჰყვა. სოლიდარობის ნიშნად დაპირისპირებაში თავადაც ჩაერთო, რა დროსაც რამდენჯერმე ფეხი გულმკერდის და მუცლის არეში დაარტყეს. სცემეს პარტიის სხვა ლიდერებსაც. ერთადერთი, ვინც ზვიად ჯგერენაიამ უბანზე უცნობ პირებს შორის მაშინ იცნო, ეს სპორტსმენი ვლადიმერ გეგეშიძეა, რომლისთვისაც ადრე არაერთხელ უქომაგია. თუმცა განმარტა, რომ გეგეშიძეს იმ დღეს მასთან არავითარი შეხება არ ჰქონია. ენმ-ის წევრის თქმით, მას უბნის სიახლოეს ხელკეტები არ დაუნახავს.
დღესვე დაკითხეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ჯონი ბელქანიაც. მანაც ინციდენტის დაწყება თითქმის ისე გაიხსენა, როგორც ზვიად ჯგერენაიამ. სასამართლოს განუცხადა, რომ უცნობი პირებისგან შემდგარი დაჯგუფება ენმ-ის ლიდერების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა. ისმოდა მათი მხრიდან შეძახილები „აგერ გუნავა, არ გაუშვათ, მოსაკლავი კაცია“. თავად გაშველების პროცესის დროს ხელი რამდენჯერმე მოხვდა წვერიანი, კაპიშონიანი კაცისგან, რომლის სახეც ვერ დაინახა. შედეგად როგორც განმარტა, გარკვეული სახის დაზიანებებიც მიიღო. მისივე თქმით, უბნის სიახლოეს განთავსებულ მაღაზიასთან ხელკეტები დააფიქსირა, თუმცა ამ ხელკეტის გამოყენების შემთხვევა არ უნახავს.
აღნიშნულ საქმეზე დღეს ხუთი გამომძიებელი ჯიბო ზარანდია, კახა ქარჩავა, ზურაბ ჭოჭუა, ირაკლი ხურცილავა და გიგა ქირია დაკითხეს, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია, მათ მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. მაგალითად, ზურაბ ჭოჭუამ აღნიშნა, რომ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ორი მოწმე დაკითხა. ასევე დაათვალიერა იუთუბზე განთავსებული, დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები და ბრალდებულთა „ფეისბუკ“ გვერდები, რის შემდეგაც შესაბამისი ოქმები შეადგინა. ადვოკატ ზურაბ ბელთაძის კითხვის პასუხად, მოხდა თუ არა მასალის ამტვირთავთა ავთენტურობის დადგენა, განმარტა, რომ არა, და რომ ოქმს ააიპ მისამართები ერთვის მხოლოდ. ჩააყენა თუ არა გამომძიებელმა საქმის კურსში სპორტსმენები, რომ მათი სოციალური ქსელის გვერდებიდან ამოღებულ ფოტოებს მათსავე წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეში გამოიყენებდა, პასუხად ადვოკატმა ისევ უარი მიიღო. გამომძიებლის განმარტებით, მან ამოიღო საჯარო სივრციდან ის ფოტოები, რომელზეც წვდომა ნებისმიერ ადამიანს აქვს.
სხვა გამომძიებლებმა ისაუბრეს მათი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოპერატიული გზით და არა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის შედეგად იდენტიფიცირებული ადამიანების შესახებ, რომლებიც მათივე განმარტებით, სწორედ ბრალდებულები არიან.
დღესვე დაკითხეს კორცხელის მცხოვრები ალექსი ლაშხია, რომლის ბიძაც, ვარადებულ ლაშხია შუალედურ არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. პროკურორმა ნუგზარ ჯიქიძემ თავდაპირველი გამოკითხვის ოქმი წაიკითხა სხდომაზე, რომელიც მოწმის სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციისგან რამდენადმე ფაქტობრივად განსხვავდებოდა. ეს გარემოება ალექსი ლაშხიამ ნერვიულობით ახსნა.
კორცხელის საქმეზე დღეს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ექიმი ელენე გულორდავაც დაკითხეს, რომელმაც ინციდენტის დღეს შემოყვანილ სამი პაციენტის - ალექსი და დიმა ლაშხიების, ასევე თენგიზ ჭანიასთვის მიყენებულ დაზიანებებზე მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია.
მომდევნო სხდომა მოსამართლე შოთა ბიჭიამ 28 და 29 დეკემბერს, დილის 11:00 საათზე ჩანიშნა.
22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შედეგად ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის ორი პოლიციელი. ინციდენტისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.