აფხაზეთის მკვიდრი მცირეწლოვანი ზუგდიდში დარჩება, ვიდრე მის დასაბრუნებლად მშობელი მზად არ იქნება
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც
სახის არეში გარკვეული სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, გავრცელებული
ინფორმაციით ძალადობის კვალი, ზუგდიდში, ერთ-ერთ ოჯახში მინდობით
აღზრდით მანამ დარჩება, ვიდრე ბიოლოგიური მშობელი მის დასაბრუნებლად
მზად არ იქნება. ასევე, როცა ამ საკითხს შესაბამისი კომპეტენციის
ადამიანები მიზანშეწონილად ჩათვლიან. „ლაივპრესთან“ საუბარში
სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო
ცენტრის იურისტი უტა მიქაძე აღნიშნავს, რომ რეინტეგრაცია მოცემული
პირობების გათვალისწინებით განხორციელდება. იურისტი ამბობს იმასაც,
რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში
დასაბრუნებლად.
როგორ უნდა განხორციელდეს დაბრუნების შემდეგ ოჯახზე დაკვირვება და კონტროლი, როცა საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უტა მიქაძის თქმით, ვერ დააკონკრეტებს, მცირეწლოვანი აფხაზეთიდანაა, თუ ადგილობრივი მცხოვრებია, პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის თანახმად. თუმცა განმარტავს, რომ არსებობს სხვადასხვა სერვისი, რომლის შეთავაზებაც სახელმწიფოს მისთვის შეუძლია.
„ეს არის თავშესაფარი, სხვადასხვა სახის ღონისძიება, რის განხორციელებაშიც სახელმწიფო დაეხმარება ბიოლოგიურ ოჯახს“, - აღნიშნა მან.
რა მოხდა სინამდვილეში და როგორ აღმოჩნდა დაზიანებები ბავშვის სახეზე, ვინ ჩაიდინა ძალადობა, თუკი ასეთი რამ მართლაც მოხდა, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ვერც ამ დეტალზე საუბრობს იურისტი.
სამაგიეროდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის უფროსმა ავთანდილ ცქვიტაიამ გვითხრა, რომ „ჭორის დონეზე“ სმენია - დაზიანებები მცირეწლოვანს მამინაცვალმა მიაყენა.
„დანარჩენს პოლიცია გაარკვევს. ამ ეტაპზე ჩვენ ბავშვს ვერ გავატანდით ვერავის. დედა იქით გადავიდა. მას შვილის მონახულება ნებისმიერ დროს შეუძლია“.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა ნიკოლოზ ჭეჟიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მათთან შემოყვანილ ბავშვს თვალზე აღენიშნებოდა ესკორაციები - კანის საფარველის დაზიანება და მცირე შეშუპება, თუმცა რას შეიძლებოდა ეს გამოეწვია, განმარტავს - „თვითდაზიანება შეიძლებოდა, გადმოვარდნილიყო და კარადისთვის მიერტყა, მაგრამ ვინაიდან ორი მხრიდან იყო, ექიმმა ჩათვალა საჭიროდ, მეტი ყურადღება გამოეჩინა ამ საკითხის მიმართ. თორემ იქ ასე ხელაღებით არ ჩანდა, რომ ვიღაცის მიერ იყო ნაცემი, ან სხვა სახის ძალადობა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე, ან პატიმრობით ერთიდან სამ წლამდე.