ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოებმა თავმჯდომარეები აირჩიეს
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ახლად არჩეულმა საკრებულოებმა თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები აირჩიეს. პირველი სხდომა წალენჯიხის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, აბაშის, ხობის, ფოთის და მესტიის საკრებულოებმა 20 ნოემბერს გამართეს. ყველა შემთხვევაში გარდა ფოთისა და მესტიის საკრებულოსი, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

< წალენჯიხა >

მეოთხე მოწვევის პირველ სხდომას 30-დან 29 დეპუტატი დაესწრო. როგორც „ლაივპრესს“ საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსმა უჩა მოლაშხიამ განუცხადა, თავმჯდომარის კანდიდატად უმრავლესობის მიერ წარდგენილ თემურ ღვინჯიალიას ფარულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა 25-მა დეპუტატმა. 2 ბიულეტენი კი გაბათილდა. არ დაფიქსირებულა არც ერთი წინააღმდეგი. ხმათა უმრავლესობით აირჩა ამავე სხდომაზე ახლად არჩეული თავმჯდომარის მიერ მოადგილის კანდიდატურაზე წარდგენილი დარეჯან დადიანი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია და სხდომა დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ორმა წევრმა.

წალენჯიხის 30 წევრიან საკრებულოში ექვსი დეპუტატი ოპოზიციური პარტიის, დანარჩენები კი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები არიან. სამი დეპუტატი ენმ-დან, ორი „ევროპული საქართველოდან“, ხოლო ერთი „პატრიოტთა ალიანსიდანაა“.

< მარტვილი >

დეპუტატებმა თავმჯდომარედ ალექსი გაბისონია აირჩიეს. კენჭისყრის პროცესისას უკმაყოფილება გამოთქვეს ენმ-ის წარმომადგენლებმა. განაცხადეს, რომ უმცირესობას არ მიეცა თავმჯდომარის კანდიდატისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა, რადგან უმრავლესობამ საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენა. ამ მიზეზით მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. თავმჯდომარის არჩევის პროცესში ჩაერთო 27 დეპუტატი. აქედან 26-მა ალექსი გაბისონიას მხარი დაუჭირა, ერთი ბიულეტინი კი გაბათილდა. დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს გაბისონიას მიერ მისი მოადგილის პოსტზე წარდგენილი ალექსანდრე ახვლედიანი.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 37 დეპუტატია. მათგან 19 „ქართული ოცნებიდან“, 18 კი ოპოზიციური პარტიებიდან შევიდა. აქედან ათი ენმ-ის, ოთხი „ევროპული საქართველოს“, სამი „პატრიოტთა ალიანსის“, ერთი კიდევ „ზვიადის გზა უფლის სახელის“ წარმომადგენელია.

< ჩხოროწყუ >

28 წევრიანი საკრებულოს სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე დატოვა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთხმა, „შენების მოძრაობის“ ორმა და „პარტიოტთა ალიანსის“ ერთმა წევრმა. შედეგად საკრებულო მუშაობას 19 წევრის შემადგენლობით შეუდგა.


ჩხოროწყუს საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ ბესიკ ესებუას კანდიდატურას ფარულ კენჭისყრაზე ცხრამეტივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მის მოადგილედ კობა ჯიქია აირჩიეს.

< სენაკი >

20 ნოემბერს ასევე პირველი სხდომა გამართა სენაკის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულომ. 33 წევრიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 29-ამ. სენაკის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ალექსი დემურიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კახაბერ რუსიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 28 დეპუტატმა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად ენმ-ს წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საკრებულო თავმჯდომარის მოადგილეს და მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეებს მომდევნო სხდომაზე აირჩევს.

სენაკის საკრებულო 33 წევრისგან არის დაკომპლექტებული აქედან 26 მმართველი პარტიის, 4 „ნაციონალური მოძრაობის“, 2 „ევროპული საქართველოს“ და 1 „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელია.

< აბაშა >

მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას თავდაპირველად ესწრებოდა 32-ივე წევრი, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს. აბაშის საკრებულოს აპარატის თანამშრომლის ნათელა ჩოჩიას განცხადებით, პირველ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს მამუკა კვიტაშვილი. მის კანდიდატურას 23-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამავე სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით (23 ხმა), საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გელა ხოშტარია აირჩიეს.

აბაშის საკრებულო 32 წევრისგან შედგება. აქედან ოცდაერთი დეპუტატი „ქართული ოცნების“, ექვსი კი ენმ-ის წარმომადგენელია. თითო-თითო დეპუტატით არის წარმოდგენილი აბაშის საკრებულოში „ევროპული საქართველო“, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", „პატრიოტთა ალიანსი“ და „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის". ასევე ერთი წევრია საინიციატივო ჯგუფიდან.

< ხობი >

ხობის საკრებულოშიც უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი ედიშერ ჯობავა აირჩიეს თავმჯდომარედ. მის მოადგილედ კი მამუკა ქარდავა. საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა თამთა ბუკიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ედიშერ ჯობავას მხარი დაუჭირა 32-მა დეპუტატმა, მამუკა ქარდავას კი 31-მა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ორ წევრს.

ხობის საკრებულო 37 წევრისგან შედგება. აქედან 29 მმართველი პარტიის წარმომადგენელია. ოპოზიციური პარტიებიდან კი შესულია 8 წევრი. აქედან თითო-თითო დეპუტატითაა წარმოდგენილი „პატრიოტთა ალიანსი“, „შენების მოძრაობა“, და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. ხობის საკრებულოს შემადგენლობაში სამი დეპუტატია „ეთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ორი „ევროპული საქართველოდან.

< ფოთი >

მეექვსე მოწვევის საკრებულომ, რომელსაც 25-ივე წევრი ესწრებოდა, თავმჯდომარედ ყოფილი მერი ირაკლი კაკულია, მის მოადგილედ კი აკაკი დარჯანია აირჩია. აპარატის უფროსმა ლელა ჩიჩუამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ფარულ კენჭისყრაზე ირაკლი კაკულიას მხარი დაუჭირა 18-მა დეპუტატმა, ერთი იყო წინააღმდეგი, სამმა თავი შეიკავა, ორი ბიულეტენი კი გაბათილდა. სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკლებულოს პირველი სხდომა ენმ-ის წარმომადგენლებს არ დაუტოვებიათ.

ფოთის საკრებულოში 25 წევრიდან 18 „ქართული ოცნების“, 2 კი „ერთიან ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელია. თითო-თითო დეპუტატი ჰყავს „ევროპულ საქართველოს", „ლეობორისტულ პარტიას", „პატრიოტთა ალიანსს“ „შენების მოძრაობას" და „დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალ საქართველოს“.

< მესტია >

საკრებულოს სდომას 31-ივე წევრი დაესწრო და მათ თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობის მიერ დასახელებულ კანდიდატს, მაიზერ ჯაფარიძეს მხარი ერთხმად დაუჭირეს. იგივე შედეგი დაფიქსირდა მისი მოადგილის პოსტზე ზაურ ჩართოლანის არჩევისას.

მესტიის საკრებულო 31 წევრისგან შედგება. აქედან 8 ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელია, დანარჩენები კი „ქართული ოცნების“. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სამი წევრით არის წარმოდგენილი, „ევროპული საქართველო" ორით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ერთით. თითო-თითო დეპუტატია ორი საინიციატივო ჯგუფიდან.

რაც შეეხება ზუგდიდის, აქ საკრებულოს სხდომა 14 ნოემბერს ჩატარდა. ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარედ მამუკა წოწერია, ხოლო მოადგილეებად ბესიკ ჭეჟია და თაზო ფაცაცია აირჩიეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.