ახალი ამბები
რა ქონებას ფლობენ სამეგრელო-ზემო სვანეთში საკრებულოების თავმჯდომარეები
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, რომელიც ამავე თანამდებობას იაკვებდა გასულ წელსაც, მოსკოვშია დაბადებული 1971 წლის 20 მაისს. ჰყავს მეუღლე, ირმა იზორია და ორი შვილი. მას თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის სექტემბერში აქვს შევსებული.

დოკუმენტაციის თანახმად, თემურ ღვინჯილიას საკუთრებაშია კერძო სახლი (250 კვ.მ) წალენჯიხაში. ასევე ფლობს სამ მიწის ნაკვეთს. მათ შორის ერთია 1150 კვ.მ-ის წალენჯიხაში, ორი კი სოფელ მიქავაში 1033 კვ.მ-ის და 6 379 კვ.მ-ის.

მან გასულ წელს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას საერთო ჯამში ხელფასის სახით 31 800 ლარი აიღო. მისმა მეუღლემ კი, რომელიც წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელია, ამავე პერიოდში 5 640 ლარი გამოიმუშავა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, რომელიც ამავე თანამდებობაზე იყო გასულ წელსაც, დაიბადა მარტვილში 1970 წლის 2 იანვარს. ჰყავს მეუღლე ნანა გვაძაბია და ორი შვილი. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის ოქტომბერში აქვს შევსებული.

დოკუმენტაციის მიხედვით, მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე 50%-იანი წილის მფლობელია მარტვილში მემკვიდრეობით მიღებულ 5 145 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთის. ამდენივე წილს ფლობს ის შპს „ოშკში“. ალექსი გაბისონიას საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას მთელი წლის მანძილზე მიღებულ ანაზღაურებად 34 450 ლარი აქვს მითითებული. მეუღლეს, რომელიც ექიმია, 10 700 ლარი.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, რომელიც ასევე იგივე თენამდებობას იკავებდა გასულ წელსაც, დაიბადა სენაკში 1961 წლის 23 ივნისს. ჰყავს მეუღლე თეკლე ესებუა და ოთხი შვილი. მას თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის თებერვალში შეავსო.
ბესიკ ესებუა მემკვიდრეობით ფლობს ერთ კერძო სახლს (100,00 კვ.მ) ჩხოროწყუს სოფელ ახუთში. ამავე სოფელში მემკვიდრეობით მიიღო ოთხი მიწის ნაკვეთი. აქედან ერთი 4646 კვ.მეტრის, მეორე 2281 კვ.მეტრის, მესამე 6042კვ.მეტრის და მეოთხე 4584 კვ.მეტრის.

ბესიკ ესებუას 2016 წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას ჩაერიცხა 31 800 ლარი. ამავე პერიოდში, როგორც ახუთის საჯარო სკოლის პედაგოგმა გასამრჯელოს სახით 4 416 ლარი მიიღო.
დოკუმენტაციის მიხედვით, მან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციიდან შემოსავალის სახით 1200 ლარი აიღო. ხოლო 3 600 ლარი ჩაწერილი აქვს გასავალში შვილების სწავლის საფასურისთვის.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, რომელიც მანამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, დაიბადა სენაკში 1966 წლის 3 მარტს. ჰყავს მეუღლე ლელა არზიანი და ორი შვილი. კახაბერ რუსიამ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის იანვარში შეავსო.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე სენაკის სოფელ ნოსირში არის (336,47კვ.მ) კერძო სახლის მფლობელი. ლელა არზიანი ასევე 100%-იანი წილის მფლობელია შპს „ნია საქართველოში“. გასულ წელს ამ საქმიანობიდან შემოსავლის სახით 12 823 ლარი მიიღო. თავად კახაბერ რუსია შპს „მონოზოჯიში“ არის 36%-იანი წილის მფლობელი. მას არ აქვს მითითებული ამ საქმიანობიდან გამომუშავებული თანხის ოდენობა. მას, როგორც გუბერნატორის მოადგილეს გასულ წელს მიღებული აქვს 41 532,96 ლარი. კახაბერ რუსიას ორ სხვადასხვა ბანკში აქვს სამომხმარებლო (120 00 ლარი) და აგრო სესხი (10 000).

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი მანამდე აბაშის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. ის 1968 წლის 12 მაისს დაიბადა აბაშაში. ჰყავს მეუღლე ხათუნა ბზიავა და ორი შვილი. ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის ოქტომბერში შეავსო.

მამუკა კვიტაშვილი ფლობს 54,80 კვ.მ ბინას და ორ ნაკვეთს აბაშაში. აქედან ერთი, 5000 ვ.მ ფართი ნოსირის თემშია, მეორე, 20 000კვ.მ-ის კი ძველ აბაშაში. მისი მეუღლე მემკვიდრეობით ფლობს ასევე აბაშაში 577კვ.მ-ის მიწის ნაკვეთს.

მამუკა კვიტაშვილს აბაშის გამგებლის თანამდებობაზე ყოფნისას გასული წლის განმავლობაში 31 800 ლარი დაერიცხა. აქვს 55000 ლარის ოდენობის საბანკო სესხი. წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან მისმა შემოსავალმა 6000 ლარი შეადგინა.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გასულ წელსაც ამავე თანამდებობას იკავებდა. ის დაიბადა ხობში 1974 წლის 6 ივლისს. ჰყავს მეუღლე ქეთევან კვირიკაშვილი, დედ-მამა და ძმა. ქონებრივი დეკლარაცია 2017 წელს შევსებული არ აქვს. მან ეს დოკუმენტი როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ბოლოს შეავსო 2016 წლის დეკემბერში.

დოკუმენტაციის მიხედვით, ედიშერ ჯობავა ფლობს ქ. ხობში, კოლხეთის დასახლებაში 5000 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთს. მამამისი ვილენი ჯობავა ორ მიწის ნაკვეთს (500კვ.მ-1200კვ.მ) და ერთ კერძო სახლს (120კვ.მ).

ედიშერ ჯობავამ 2015 წელს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას 34450 ლარი გამოიმუშავა. მეუღლე ქეთევან კვირიკაშვილმა, რომელიც საქართველოს ფოსტის თანამშრომელია, ამავე პერიოდში 5000 ლარი მიიღო ხელფასის სახით.

რაც შეეხება გასავალს, ამ გრაფაში ედიშერ ჯობავას ჩაწერილი აქვს შვილის სწავლის გადასახადისთვის გაღებული 3 225 ლარი.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, რომელიც მანამდე ქალაქის მერი იყო, დაიბადა ფოთში 1968 წლის 12 დეკემბერს. ჰყავს მეუღლე ნინო ჭედია, სამი შვილი და დედ-მამა. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის აპრილში შეავსო.

დოკუმენციის მიხედვით, ირაკლი კაკულია ფოთში მემკვიდრეობით ფლობს ერთ კერძო სახლს (150კვ.მ.) და სამ მიწის ნაკვეთს. აქედან ორი 265 -265 კვ.მ-ისაა, მესამე კი 52კვ.მ-ის. ირაკლი კაკულიას აქვს მერსედესის მარკის E კლასის და ფორდის მარკის მსუბუქი ავტომანქანა. სახელფასო ანგარიშზე ნაშთის სახით უფიქსირდება 2000 ლარი.

მან მერად მუშაობის ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 51 250 ლარი მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის ცოლი ნინო ჭედია ინდმეწარმეა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში საწარმოდან 45 691 ლარის შემოსავალი მიიღო. ირაკლი კაკულიას დედამ, რომელიც არჩილ ხორავას სახელობის სკოლის კონცერტმეისტერია, ერთი წლის მანძილზე ანაზღაურების სახით 3 145 ლარი მიიღო. ორი შვილის სწავლის საფასურის დასაფარად კი საკრებულოს თავმჯდომარემ ჯამში 3 825 ლარი დახარჯა.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, რომელიც გასულ წესაც ამავე თანამდებობას იკავებდა, დაიბადა მესტიაში 1971 წლის 5 იანვარს. ჰყავს მეუღლე ელისო ხვიბლიანი და ხუთი შვილი. ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მარტში შეავსო.

ის ოთხ - 9 500, 5 ათასი, 1 700 და 1 300 კვ.მ მოცულობის მიწის ნაკვეთებს ფლობს მესტიაში. მის სახელზეა საცხოვრებელი სახლი, ავტოფარეხი და არასაცხოვრებელი ფართიც. საკრებულოს თავმჯდომარეს „ლიბერთი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 3 ათასი ლარი აქვს მითითებული. დეკლარაციის მიხედვით, მაიზერ ჯაფარიძემ 2016 წელს იგივე პოზიციაზე მუშაობისას ანაზღაურების სახით ჯამში 34 450 ლარი მიიღო. მანვე შვილების სწავლის საფასურის დასაფარად 5 ათასი ლარი დახარჯა, ცოლის, ელისო ხვიბლიანის მკურნალობისთვის კი 1 700 ლარი. სხვა მონაცემებს მაიზერ ჯაფარიძის ქონებრივი დეკლარაცია არ შეიცავს.

რაც შეეხება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს, მამუკა წოწერიას ქონებრივი დეკლარაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.