ახალი ამბები
გიორგი კუკავა გათავისუფლებაზე: იყო მძიმე ცხრა თვე, მაგრამ მთავარია სიმართლე დადგინდა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ყველაფერი სამართლიანად გადაწყდა. სიმართლემ იზეიმა. კი იყო მძიმე ცხრა თვე ჩემთვის, მაგრამ მთავარია სიმართლე დადგინდა, - უთხრა „ლაივპრესს“ „ლენდოს“ საქმეზე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა გიორგი კუკავამ. მისივე განმარტებით, ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია.

თავის მხრივ, ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის შედეგი ასეთი დადგა, დამტკიცდა ის, რასაც მთელი თვეების განმავლობაში საუბრობდნენ - მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა. მისი თქმით, სასამართლომ სწორედ ამ მტკიცებულებებით იხელმძღვანელა.

„აღსანიშნავია, რომ პროკურატურამაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თვეების განმავლობაში რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, როგორც კი დასკვნა მივიტანეთ პროკურატურაში, მიიღო გადაწყვეტილება და ბრალზე უარი თქვა“, - განმარტა ადვოკატმა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებული გიორგი კუკავა ზუგდიდის სასამართლოს მოასამართლე შოთა ბიჭიამ დღევანდელ სხდომაზე გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილებას დარბაზში შეკრებილები ტაშით შეხვდნენ. სასამართლოს ეზოში გათავისუფლებულს შვილები და გულშემატკივრები დახვდნენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო რაც ბრალდებულის ადვოკატებმა (იოსებ ჯანაშია, იზა შანავა და ვახტანგ გაბედავა) სხდომაზე წარადგინეს ახალი მტკიცებულება. საუბარია ექსპერტიზის შედეგებზე, რომლის თანახმადაც „ლენდოდან“ ამოღებული თითის ანაბეჭდები დაემთხვა არა გიორგი კუკავას არამედ, სხვა პირის, ყაჩაღობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ზურაბ ფარცვანიას ამავე მონაცემებს.

„ლენდო“ 16 მარტს დააყაჩაღეს. ოფისში ერთი პირი შეიჭრა და სათამაშო იარაღის გამოყენებით 5 ათასი ლარი გაიტაცა. საქმესთან დაკავშირებით იმავე დღეს გიორგი კუკავა დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მას ემუქრებოდა თავისუფლების აღკვეთა 5-დან 7 წლამდე.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, სასულიერო პირი აღმაშენებლის ქუჩაზე ელექტროსკუტერით
18:59 / 24.06.2019
ზუგდიდში, სასულიერო პირი აღმაშენებლის ქუჩაზე ელექტროსკუტერით
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში
18:53 / 24.06.2019
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში
ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში საპროტესტო
18:22 / 24.06.2019
ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში საპროტესტო
ქართველი მომღერალი და რუსეთში საზოგადოებრივი პალატის
17:33 / 24.06.2019
ქართველი მომღერალი და რუსეთში საზოგადოებრივი პალატის
ვიდეო
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ზუგდიდელების აზრი აქციის დარბევაზე - [ვიდეო]
რას ფიქრობენ ზუგდიდის მცხოვრებლები თბილისში,
 ზუგდიდში ამერიკული მოცვის პირველი მოსავალი აიღეს [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ინგირში, ათ ჰექტარზე მოცვის
რა როლი აქვთ მამებს შვილების აღზრდაში - გამოკითხვა
საქართველოში "მამის დღე" უკვე მეოთხე წელია აღინიშნება.
ზუგდიდში ქართული ტყავის ჩანთების წარმოება დაიწყო [ვიდეო]
"ირდას" სახელოსნოში თუ დაახლოებით ერთი წლის წინ
ფოტო
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
კურორტი ავადჰარა [ფოტო]
ავადჰარა ბალნეოლოგიური კურორტია აფხაზეთში,
ფოტორეპორტაჟი თბილისის საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციიდან
სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.