ქალთა მიმართ ძალადობა და კანონი მის წინააღმდეგ - საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდში [ვიდეო]
ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფაქტებზე, ამ მხრივ
ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და პრობლემის აღკვეთის მიზნით
კანონში შესულ ცვლილებებზე ისაუბრეს ზუგდიდში. ადამიანის უფლებების
დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და
სამართალდამცავები იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროში
შეიკრიბნენ. დისკუსია ამავე ბიურომ ორგანიზაცია „სამართლებრივი დაცვის
ინსტიტუტთან (LAG კონსორციუმი)“ თანამშრომლობით მოაწყო ქალთა მიმართ
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.
იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელის რომან კეიდიას განცხადებით, სხვა მოვალეობებთან ერთად მათ კომპეტენციაში შედის ოჯახში ძალადობის არასრულწლოვან მსხვერპლთა დახმარება მათი დაცვის კუთხით. აქედან გამომდინარე ბიუროს გააჩნია გარკვეული მონაცემები - თუ გასულ წელს 2 არასრულწლოვანი გოგო იყო მათი ბენეფიციარი, წელს ასეთი შვიდია.

იურისტი დადებითად აფასებს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შესულ ცვლილებებს, რადგან თვლის, რომ ის დანაშაულის კლებას გამოიწვევს. რომან კეიდიას განცხადებით, თუ ადრე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა მხოლოდ სასამართლოს და მის გადაწყვეტილებას ელოდებოდა მსხვერპლი, დღეს მას შეუძლია პირდაპირ მიმართოს პოლიციას. იურისტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსში შესულ იმ ცვლილებას, რომლის თანახმადაც ადევნება, თვალთვალი, მუქარის შემცველი შეტყობინებები და სხვა ღონისძიებები, რაც მსხვერპლში იწვევს ფიზიკურ ტანჯვას, არის დასჯადი.
შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, ზუგდიდის სასამართლომ უკვე იმსჯელა ამ მუხლით (ადევნება) ჩადენილ ერთ დანაშაულზე და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ოფიცრის, დავით ლოგუას განცხადებით, ისინი მუშაობენ ბენეფიციარ მამაკაცთან, რომელიც უთვალთვალებდა ქალს და სოციალური ქსელით უვრცელებდა სხვადასხვა ინფორმაციას. დავით ლოგუას თქმით, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა მამაკაცი არ თვლის თავს დამნაშავედ და მიმდინარეობს მუშაობა რათა ამაღლდეს მისი თვითშეგნება და გააცნობიეროს ჩადენილი.
როგორც ბიუროს ოფიცერი განმარტავს, მსგავსი მაგალითები და საზოგადოების დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ სამართლებრივი რეგურილების პარალელურად აუცილებელია ჩატარდეს საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

მის მოსაზრებას იზიარებს „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ იურისტი. როგორც რუსუდან პაჭკორია აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2006 წლიდან არსებობს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ სამართალდამცავების და ადვოკატების დამოკიდებულება პრობლემის მიმართ არაადექვატურია.
„ისინიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ უჭირს მოახდინოს ამ პრობლემის იდენტიფიცირება“, - აღნიშნვს იურისტი. რუსუდან პაჭკორიას თქმით, ხშირად განსხვავებულად იქცევა პოლიციელი, როგორც მოქალაქე და პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ისინი იცავენ კანონს და ახდენენ რეაგირებას მუშაობისას, თუმცა ხშირად როგორც მოქალაქეები ძალადობის ფაქტების მიმართ გულგრილები არიან.

რუსუდან პაჭკორიამ მოიყვანა არასამთავრობო ორგანიზაციების სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც ყოველი მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. იურისტი ამბობს, რომ ეს სტატისტიკა არ ასახავს რეალობას რადგან ყველა მსხვერპლი არ მიმართავს პოლიციას. ამავე მონაცემებით, ქალთა 78% თვლის, რომ ძალადობა ოჯახის პრობლემაა და მისი გამჟღავნება დაუშვებელია.
შეხვედრას ესწრებოდა შს სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომელი, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს.
25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული 16 დღიანი კამპანია 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. ეს დღე 1999 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნდა და მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით და მსხვერპლთა მიმართ ქალთა სოლიდარობის დემონსტრირებას მსოფლიოს მასშტაბით.