„კეთილი ნების ელჩებმა“ ზუგდიდში აქცია გამართეს [ვიდეო]
ზუგდიდის ბულვარში ქალთა გაძლიერებისაკენ მიმართული საზოგადოებრივი
კამპანია სახელწოდებით
- „თანასწორობა გვჭირდება, თან ასწორებს“ გაიმართა.
აქციაზე იყო ინტერაქტიული აქტივობები, ინსტალაციები და შეჯიბრებები.
მოქალაქეებს საქართველოში გენდერული თანასწორობის შესახებ ინფორმაციას კამპანიის „კეთილი ნების ელჩებმა“, მსახიობებმა დუტა სხირტლაძე და ნატა ბერეჟიანმა მიაწოდეს.

„თუ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, მომავალზე უნდა დავიწყოთ ფიქრი. მეტი ქალი პოლიტიკაში ავტომატურად ნიშნავს, რომ მომავალზე ორიენტირებული საზოგადოება ჩამოვაყალიბოთ, იმიტომ რომ ქალი ყოველთვის ფიქრობს შვილზე, მომავალზე“, - გვითხრა დუტა სხირტლაძემ.
აქციის ორგანიზატორმა, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ კომუნიკაციების ხელმძღვანელმა მაგდა ნოვაკოვსკამ თქვა, რომ კამპანია წარმოაჩენს იმ ბარიერებს, რომლებსაც აწყდებიან კარიერული წინსვლით დაინტერესებული ქალები.
„ძალიან ცოტა ქალია ჩართული საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებში ქალების 13 % ფიქსირდება, რაც არის სავალალო შედეგი“, - განაცხადა მაგდა ნოვაკოვსკამ.
კამპანიის ორგანიზატორების თქმით, აქცია ზუგდიდის
მუნიციპალიტეტების სოფლებში, დარჩელსა და თორსაშიც გაიმართება.
კამპანიის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა.