სუსი: სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევია
თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული
ერთი პირი ახმედ ჩატაევია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა,
ნინო გიორგობიანმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი სიტყვებით, ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. მისივე განმარტებით, დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მათი მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. მისივე სიტყვებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. 20 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლას. შედეგად, დაიღუპა სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი და ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული 3 პირი.