ახალი ამბები
ენათმეცნიერის მტკიცებით, გრაკლიანის ძეგლზე წარწერა მეგრულად იშიფრება [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხელი ენათმეცნიერი ირწმუნება, რომ წარწერა გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე, რომელიც შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირთან ახლოს, გორაზე მდებარეობს, მეგრულ ენაზე იშიფრება. კუკური ფიფიას მტკიცებით, ის ამ აზრამდე ინტერნეტში მოპოვებული ფოტომასალის გაცნობის შემდეგ, აგვისტოს თვეში, სულ რაღაც ოც წუთში მივიდა. ამბობს, რომ მართალია წარწერა დეფორმირებულია, მაგრამ არც იმდენად, მისი ამოკითხვა გასჭირვებოდა. „ქიანა მიორც“ - ენათმეცნიერი ირწმუნება, რომ ძეგლზე სწორედ ამ შინაარსის წარწერაა დატანილი.

საკუთარი დაკვირვების და მიგნებების შესახებ ის ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში შეკრებილ დაინტერესებულ მოქალაქეებს ესაუბრა. კუკური ფიფიას თქმით, მაშინვე მიხვდა, რომ საქმე ლიგატურასთან ჰქონდა, რაც ნიშნავს შემდეგს:

„ერთი ასო-ნიშნის გრაფიკული ელემენტი გამოყენებულია მეორის სასარგებლოდ და პირიქით. აქ პირველი და მეოთხე გრაფიკული გამოსახულებები ორ-ორ ასო-ნიშანს შეიცავს. მესამე გრაფიკული გამოსახულება კი სამ ასო-ნიშანს“, - უთხრა მან „ლაივპრესს“.

ენათმეცნიერის მტკიცებით, ეს აღმოჩენა მთლიანად ცვლის საქართველოს ისტორიას. მათ შორის ისეთ მოცემულობებს, რომლის თანახმადაც, ასომთავრულია პირველი ანბანური დამწერლობა, რომლის განვითარების შედეგადაც ჯერ ნუსხური, მერე კი მხედრული ჩამოყალიბდა.

„თავდაყირა დგება ეს ყველაფერი. მართლდება რასაც ამბობდა ივანე ჯავახიშვილი და ნიკო მარი. ნიკო მარის თქმით, მხედრული დამოუკიდებელი დაწერილობაა, რომელსაც ფესვები ღრმა წარსულში აქვს. ჯავახიშვილი კი ამბობდა, შეიძლება გაირკვეს, რომ ქრისტეს წინანდელი სამწერლობა ენა ქართლურ შტოს კი არ ეკუთვნოდა, არამედ მეგრულ-ლაზურს, ან სვანურს“.

კუკური ფიფიას თქმით, საკუთარი აღმოჩენის შესახებ ენათმეცნიერების ინსტიტუტსაც აცნობა, სადაც არავინ შედავებია, თუმცა აღიარებას ნაკლებად ელის. სურვილი არ აქვთ, რომ ეს ასე იყოსო - გვითხრა. ერთ რამეში დარწმუნებულია, თუ ქართველ ხალხს სწორ ისტორიას არ მიაწვდიან, ქვეყანას მომავალი ვერ ექნება.

ენათმეცნიერისვე მტკიცებით, სწორედ მეგრული იყო ის ენა, რომელზეც ადგილობრივები საუბრობდნენ, და ზოგადადაც, მეგრულია საწყისი ყველა სხვა ენისთვის, რადგან მისი საშუალებით ამ ენებზე სიტყვების დაშიფრვაცაა შესაძლებელი.

„ყველაფერი, რაზეც ბატონი კუკური საუბრობს, ჩემთვის ძალიან დამაჯერებელია. მინდა, რომ ეს აღიაროს აკადემიურმა საზოგადოებამ. ჩემთვის ეს არის სენსაცია, რომ გრაკლიანის წარწერა, რომელიც ვერავინ გაშიფრა, გამოდის, რომ უკვე გაშიფრულია და გაშიფრულია ჩემს მშობლიურ მეგრულ ენაზე. ამაზე უკეთესი და სასიხარულო რა უნდა იყოს“, - გვითხრა ორგანიზაცია „სამეგრელოს“ ხელმძღვანელმა ზურაბ კვარაცხელიამ.

თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებმა მოუწოდეს კუკური ფიფიას, საკუთარი აღმოჩენა აკადემიურ წრეებში განიხილონ და მას სამეცნიერო დონეზე შეფასება მიეცეს.

ენათმეცნიერი გეგმავს ნაშრომის წიგნად გამოცემას, სადაც გრაკლიანის წარწერაზეც იქნება საუბარი.

გრაკლიანის წარწერა, ამერიკის, კერძოდ, მაიამის ბეტა ლაბორატორიამ ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორია. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3 000 წლის ისტორიას ცხადყოფს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა. კერძოდ, ავტობანის მშენებლობის დროს აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი ნასახლარი და უნიკალური ღუმელი. იქ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები მაშინ საგზაო დეპარტამენტმა დააფინანსა, მისი კონსერვაცია და ობიექტის შემდგომი განვითარება კი ვერ მოხერხდა.

2015 წელს ობიექტის კონსერვაცია განხორციელდა და გათხრებიც გაგრძელდა. საიტზე აღდგა ერთ-ერთი ნაგებობა. აღმოჩნდა ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. გრაკლიანის გორას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და საქართველოს მთავრობის მიერ განესაზღვრა ეროვნული კატეგორია.

სამუშაოები 2016 წელსაც გაგრძელდა. ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით სამუზეუმო სივრცის მშენებლობა დაიწყო.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.