აფხაზეთში გაიხსნა საწარმო, რომელიც მანდარინს ფუთავს და რუსეთში აგზავნის [ფოტო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. სახელმწიფო
საექსპორტო საწარმო „აფხაზპროდექსპორტი“ ამუშავდა. როგორც დე ფაქტო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, საწარმო ციტრუსს შეისყიდის,
როგორც მცირე ისე მსხვილი მიმწოდებლებისგან. „აფხაზპროდექსპორტი“
მანდარინს სათანადოდ დამუშავების, შეფუთვისა და დაფასოვების შემდეგ
სარეალიზაციოდ რუსეთში აგზავნის.
საწარმო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს. როგორც მას „აფხაზპროდექსპორტის“ დირექტორმა ამირან ლაგვილავამ განუცხადა, საწარმო ერთ დღეში 100-120 ტონა პროდუქტის გადამუშავებას ახერხებს. მისი სიტყვებით, წელს აზიურმა ფაროსანამ მოსავალი მნიშვნელოვნად გააფუჭა, თუმცა მიუხედავად ამისა ცდილობენ პროდუქტის ხარისხი გააუმჯობესონ.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოსავლის გარკვეულ ნაწილს გავაუმჯობესებთ, ლამაზად შევფუთავთ, რათა გავიტანოთ და შევთავაზოთ რუს მყიდველს. სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს საწარმოც“, - განაცხადა ამირან ლაგვილავამ.
მისი მტკიცებით, მოქალაქე ან კომპანია რომელიც საწარმოსთან ითანამშრომლებს ციტრუსის ჩაბარებისთანავე მიიღებს აფხაზეთის ბაზარზე არსებული ფასით საერთო თანხის 20%-ს, დარჩენილს კი დაახლოებით 2 კვირაში, მას შემდეგ რაც პროდუქტის რეალიზება მოხდება რუსეთში.
„ეს არის კომპანია, რომელიც არ არის კერძო პირის მოგებაზე ორიენტირებული, ეს არის სახელმწიფო საწარმო, რომელიც შექმილია მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა ამირან ლაგვილავამ. მისი მტკიცებით, ციტრუსის პარალელურად მიმდიარეობს მოლაპარაკებები პომიდვრის, ყვავილოვანი კომბოსტოს, მწვანილების და სხვა ბოსტნეულის მომყვან კერძო პირებთან.
თავის მხრივ დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ საწარმოს ამუშავება კარგი ინიციატივაა, რამაც მოსახლეობას პროდუქტის რეალიზებაში უნდა შეუწყოს ხელი.
წელს აზიურმა ფაროსანამ სამეგრელოს პარალელურად მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აფხაზეთს. მოსახლეობა განსაკუთრებით გალის ე.წ. დაბალ ზონაში მავნებლის მიერ გაფუჭებული სოფლის პროდუქტების რეალიზებას ვერ ახერხებს.