ახალი ამბები
გუბერნატორის ადმინისტრაცია 115 600 ლარის ღირებულების ავტომანქანას 16 ძველის სანაცვლოდ იყიდის
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი 115 600 ლარად ავტომანქანის შეძენაზე. შესყიდვა მოხდება მეორადი სატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლების გზით. სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს ჩასანაცვლებელი 16 ავტომობილის ფოტო.

გუბერნატორის ადმინისტრაციის მოთხოვნაა, ავტომობილი იყოს ახალი ან მეორადი, არაუადრეს 2016 წელს გამოშვებული. მეორადი ავტომანქანის შეთავაზების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს შესაბამისი სერვისცენტრის გარანტიით „არანაავარიები, ძალიან კარგ მდგომარეობაში, გარბენი არაუმეტეს ორმოცდაათი ათასი კმ-ისა“.

მოთხოვნებში ასევე მოცემულია, რომ ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოთხოვნებს, ჰქონდეს მოცურების საწინააღმდეგო სისტემა, გვერდით კამერები, წინა და უკანა პარკირების სენსორი, კონდინციონერი, სავარძლის სიმაღლის მარეგულირებლები, უსაფრთხოების 4 ბალიში, ძრავის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 4-ისა და ცხენის ძალა არანაკლებ 240-ისა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მანამდე სახელმწიფო რწმუნებულს ლევან შონიას საკუთარი ავტომობილი არ ჰქონდა და ემსახურებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება. ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის, პაატა ლაგვილავას განცხადებით, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნიეს ძველი ავტომობილების ნაცვლად ახლის შესყიდვა.

„მანქანები, რომლითაც ხდება ჩანაცვლება, გამოუსადეგარია, წლებია აყენია. სწორედ ამ მანქანებით ხდება ჩანაცვლება ახლის, რომელზეც გამოცხადებულია ტენდერი. ამ ეტაპზე გვყავს ხუთი ავტომანქანა, რომელიც მწყობრშია და გამოსადეგია. ეს ავტომობილები ემსახურება გუბერნატორის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს. გუბერნატორს თავისი მანქანა არ ჰქონია. მას ემსახურებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მანქანა, რომელიც ნათხოვარი იყო. ამ მანქანას გავლილი აქვს დაახლოებით 400 ათასზე მეტი. აქედან გამომდინარე გუბერნატორის ადმინისტრაციამ ჩათვალა მიზანშეწონილად, რომ ძველი მანქანების სანაცვლოდ განეახლებინა ავტოპარკი. არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იხარჯება, უბრალოდ ხდება ჩანაცვლება“, - განუცხადა „ლაივპრესს“ პაატა ლაგვილავამ.

რაც შეეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ავტომანქანას, ის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება. 

ავტომობილის შესყიდვაზე ტენდერი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ 30 ნოემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 9 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს დასრულდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.