ახალი ამბები
მესტიაში საპროტესტო აქცია გრძელდება [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მესტიაში საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მათ ამ წუთებში კოცონი აქვთ დანთებული და მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩენას გეგმავენ. მესტიის მცხოვრებლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სვანეთში ჰესების მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ. იმყოფებიან მესტიაჭალა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები 6 თვის წინ დაიწყო.

შეკრებილებს ხეობისკენ მიმავალი გზა დილიდან ჩაკეტილი აქვთ. არ ატარებენ ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ არ მისცემენ კომპანიას სამუშაოების გაგრძელების უფლებას. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით გულბანმა „ლაივპრესს“ განუცხადა, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია და არ მოუსმენია სპეციალისტების ანალიზი თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მესტიაჭალაზე ჰესის მშენებლობამ. ამიტომ სამუშაოების შეჩერების პარალელურად მოითხოვენ ექსპერტების მოწვევას, რათა პასუხი გაეცეს არსებულ კითხვებს.

„მშენებლობა 5-6 თვეა მიმდინარეობს და გარკვეული ცუდი შედეგი ამას უკვე მოჰყვა, როცა 2 თვის წინ მესტიაჭალა ადიდდა და ძალიან მრისხანედ დაადტყდა აქაურობას. მადლობა ღმერთს, რომ მოსახლეობას აუარა გვერდი. მაგრამ მაშინ ამ კომპანიამაც ძალიან დიდი ზარალი ნახა და მოსახლეობამ დაინახა საფრთხე“, - აცხადებს დავით გულბანი.

მისი სიტყვებით, გარდა შესაძლო საფრთხისა, აქ საუბარია ეკონომიკური სახის ზარალზეც, რადგან სვანეთში ტურისტები „ველური ბუნების და არა მილების“ სანახავად მიდიან. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ჰესების მშენებლობით, სვანეთი დაკარგავს იმ ხიბლს, რის გამოც მას სხვადასხვა ქყვეყნებიდან ტურისტები სტუმრობენ.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა“ (Galt & Taggart) და ავსტრიულმა კომპანია „RP Global“-მა ერთობლივი მემორანდუმი 2014 წელს გააფორმეს. მემორანდუმის თანახმად, საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ი, ავსტრიულ კომპანია RP Global-თან ერთად, სპეციალურად შექმნილი კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით, მდინარე მესტიაჭალაზე, 30 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას განახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს იქნება არაკაშხალური ტიპის „მომდინარე წყალზე“ დადგმული ჰესი რომელიც წლიურად საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.