ახალი ამბები
მესტიის მერი აქციის მონაწილეებს: ჰესის მშენებლობა არ შეჩერდება [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი არ აპირებს შეხვდეს აქციის მონაწილეებს, რომლებიც მეორე დღეა მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც მან „ლაივპრესს“ განუცხადა, ჰესის სამშენებლო სამუშაოების 60% უკვე შესრულებულია და არ იგეგმება მისი შეჩერება. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, როგორც კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, სანამ დაიწყებოდა სამშენებლო სამუშაოები მოსახლეობასთან არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ნათლად ითქვა, რომ ჰესი გარემოსთვის და შესაბამისად ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უსაფრთხოა. მისი სიტყვებით, მშენებლობის შესახებ არსებობს მოსახლეობის თანხმობა.

კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, რეალურად აქციის მონაწილეების შეკრება ჰესს არ უკავშირდება და მათი მიზანია საპროტესტო აქციების მოწყობა სვანეთში. კონკრეტულად ვის ინტერესებს შეიძლება ეს ემსახურებოდეს, მერი არ აკონკრეტებს.

„წუხელ დაშლილი იყვნენ ისინი. აი ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ იქ იმყოფება ორი-სამი კაცი. რას აპროტესტებენ თვითონაც არ იციან სიმართლე გითხრათ. ჰესზე სამუშაოების 60% უკვე შესრულებულია და ესენი დღეს გამოჩდნენ. არ ვაპირებ მათ შევხვდე“, - აცხადებს კაპიტონ ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები ვერ შეაჩერებენ ჰესის მშენებელი კერძო კომპანიის ტექნიკის გადაადგილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მერის სიტყვებით, ამ საკითხს შესაბამისი სამსახურები მიხედავენ.

თავისმხრივ აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ერთ-ერთი მათგანის დავით გულბანის განცხადებით, მათ მთელი ღამე გაათენეს ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე და დღესაც არ მისცემენ ტექნიკას მუშაოების გაგრძელების უფლებას.

დავით გულბანი, ამბობს, რომ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია კომპეტენტური პირებისგან, თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს მესტიაჭალაზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. მისი სიტყვებით, 6 თვის წინ დაწყებულმა სამუშაოებმა უარყოფითი შედეგი უკვე გამოიღო რისი დასტურიც მესტიაჭალას ადიდება და მიმდებარე ტერიტორიაზე მოვარდნა იყო. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ჩატარდეს შეხვედრა სადაც მოსახლეობას ინფორმაციას სპეციალისტები მიაწვდიან და შეიქმნას მესტიის განვითარების სტრატეგიული გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის აზრი და რომლის მიხედვითაც დაიგეგმება მშენებლობები მუნიციპალიტეტში. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ გაცილებით მეტია მოქალაქეთა რიცხვი ვინც მათ აზრს იზიარებს, ვიდრე ეს აქციაზე ჩანს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა“ (Galt & Taggart) და ავსტრიულმა კომპანია „RP Global“-მა ერთობლივი მემორანდუმი 2014 წელს გააფორმეს. მემორანდუმის თანახმად, საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ი, ავსტრიულ კომპანია RP Global-თან ერთად, სპეციალურად შექმნილი კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით, მდინარე მესტიაჭალაზე, 30 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას განახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს იქნება არაკაშხალური ტიპის „მომდინარე წყალზე“ დადგმული ჰესი რომელიც წლიურად საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

მასალაში გამოყენებული ფოტოები „ლაივპრესს“ აქციის მონაწილეებმა მოაწოდეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.