უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის წალენჯიხიდან სვანეთში გადატანის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო
სვანეთის
რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის
ფარულად გადასატანი გზის და კუსტარული მოწყობილობის დემონტაჟი
მოახდინეს. სამინისტროს ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ე.წ. ხოკოს უბანში მოქმედი
საგუშაგოს მიმდებარედ, (აღნიშნულ საგუშაგოზე, ხე-ტყის კანონიერების
შემოწმების მიზნით, სვანეთიდან გამომავალ სატრანსპორტო საშუალებებზე
მუდმივი კონტროლი ხორციელდება) აღმოაჩინეს შემოვლითი გზა, რომლის
საშუალებითაც ხდებოდა უკანონოდ მოპოვებული ფიცრის გადატანა, რაც
შემდეგი სქემით ხორციელდებოდა.
„ბრაკონიერებს, სასაფლაოს გზის გამოყენებით, ტყის მიმართულებით აჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული ფიცარი, რომელსაც, ადგილობრივი კერძო პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ასაწყობებდნენ. ამის შემდეგ, ტყეში სპეციალურად მოწყობილი ხის კონსტრუქციის გამოყენებით, ხდებოდა ფიცრების დაღმართზე დაშვება (ჩასრიალება).
დაახლოებით 40 მეტრი სიგრძის ხის კონსტრუქციის ბილიკი ისევ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე სრულდებოდა, საიდანაც, ფიცრის ტრანსპორტირება უკვე ავტომობილების საშუალებით ხდებოდა. ამ მეთოდით ბრაკონიერები საგუშაგოს გვერდის ავლით, შემოვლითი გზით ახერხებდნენ ფიცრის გადატანას“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს 11 მ3-მდე ფიცარი, რომელიც შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოშია გადატანილი.
ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.