ახალი ამბები
ფოთის საკრებულოს დეპუტატს მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების გამო ფოთის საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დარეჯან ცხვიტარია ავად გახდა და სხდომას ვერ დაესწრო.

„საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ცუდად გავხდი, ტელევიზორში ვნახე კადრები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ძალიან ცუდად გავხდი და საავადმყოფოში გადამიყვანეს, კარდიოგრამა გადამიღეს, დახმარება აღმომიჩინეს. ახლაც არ ვარ კარგად, მაგრამ სახლში ვიმყოფები“, - უთხრა „ლაივპრესს“ დარეჯან ცხვიტარიამ, რომელიც ფოთის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია.

მიხეილ საკააშვილი დღეს უკრაინაში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით მხარდამჭერებმა შეძლეს სამართალდამცავების ავტომანქანიდან მისი გადმოყვანა.