ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდის ბიუჯეტში ახალგაზრდების საჭიროებები არ არის გათვალისწინებული [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელ ანა წითლიძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდული პოლიტიკის და სტრატეგიის არარსებობაა, რომელიც გათვლილი იქნება კონკრეტულ შედეგზე ერთი წლის განმავლობაში. მისი თქმით, დიდი წილი ამ კუთხით დაფინანსების სკოლის ექსკურსიებზე მოდის, რომელიც თავის მხრივ, მარტო ვერ შეუწყობს ხელს მიზნის მიღწევას.

„აქვს საერთოდ ახალგაზრდული პოლიტიკა მუნიციპალიტეტს? ახალგაზრდული პოლიტიკა არ არსებობს. არ არის ეს ახლანდელი საკრებულოს და მერიის პრობლემა. ამ მხრივ სტრატეგია არ გვაქვს“, - აღნიშნა მან.

ანა წითლიძის თქმით, უნდა იყოს შემუშავებული კონკრეტული ხედვა, როგორ უყურებს ადგილობრივი ხელისუფლება ამ მიმართულების განვითარებას.

„უწერიათ, რომ ახალგაზრდული სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ექსკურსიების დაფინანსება და მეტი არფერი, რაც ჩვენ ვთვლით, რომ არასწორია. ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივა ექსკურსიების დაფინანსება ნამდვილად არ არის. თუ ამას ითვალისწინებს, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ღონისძიება“, - განმარტა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მის საპასუხოდ საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ლაგვილავამ აღნიშნა, რომ ექსკურსიები მოზარდების განვითარებას შემეცნებითი კუთხით ხელს ნამდვილად უწყობს. დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვებმა იცოდნენ, თუ რა კულტურულ-არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების ნახვაა საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელი.

„მე ვარძიაში რომ არ წავეყვანეთ სკოლიდან, დღეს ნანახი არ მექნებოდა. ძალიან ბევრი ადგილი არ მექნებოდა ნანახი, ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ“, - განმარტა მან.

თავის მხრივ, მერიის ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა დავით შამათავამ აღნიშნა, რომ ექსკურსიები მათი მუშაობის ერთ-ერთი მიმართულებაა, თუმცა ამ აქტივობის ხელშეწყობის გარდა, გეგმები სხვა კუთხითაც აქვთ.

„გვინდა სკოლებსა და უნივერსიტეტებში თვითმმართველობის წამოწევა. მიზანდ ვისახავთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალგაზრდული ასამბლეა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც იქნება ფაქტობრივად ახალგაზრდული პოლიტიკის განმსაზღვრელი. ყველა ის პროექტი, რაც ახალგაზრდებს აქვთ, ჩვენ გვაქვს ბიუჯეტში გაწერილი, შეგვეძლება მისი დაფინანსება ამ ახალგაზრდული ასამბლეის მეშვეობით“, - განმარტა მან.

მერიის წარმომადგენლის თქმით, გეგმავენ სხვადასხვა შემეცნებით-ინტელექტუალურ თამაშებსაც. ექსკურსიებისთვის, რომელიც არამხოლოდ მეთორმეტე კლასელთა დაფინანსებას ისახავს მიზანდ, არამედ ამ თამაშებში გამარჯვებულთა წაყვანას ექსკურსიით და დაჯილდოებას, 34 900 ლარია გამოყოფილი.

შარშან, თემის ბიუჯეტით საამისოდ 20 ათასი, ქალაქის ბიუჯეტით კი 11 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. დავით შამათავა ფიქრობს, რომ ეს ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ახალგაზრდული და სპორტული პროგრამები ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილია 80 ათასი ლარის ოდენობით.

ანა წითლიძე ამბობს, რომ მას კითხვები ააიპ-ების მიმართაც აქვს. შეხვედრაზე მყოფმა მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა დეპუტატს განუმარტეს, რომ

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.