ახალი ამბები
ზუგდიდის მერიას და საკრებულოს შშმ პირთა საკითხებზე რეკომენდაციებით მიმართეს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს არასამთავრობო ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ეფექტური მუშაობის მიზნით რეკომენდაციების დოკუმენტი გადასცა.

რეკომენდაციები ასოციაცია „დეამ“ თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტის ალექსანდრე სვანიშვილის თანამონაწილეობით შეიმუშავა. მუშაოებისას დაეყრდნენ შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

ასოციაცია „დეას“ ხელმძღვანელის მადონა ხარებავას განცხადებით, მონიტორინგით გამოვლინდა ძირითადი ხარვეზები შშმ პირთა საკითხებზე მუშაობისას როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მთავრობის მიდგომებში, რაც აისახა კვლვეში. ის მიიჩნევს, რომ დღეს არ არსებობს შშმ პირებს მორგებული სოციალური პროგრამები და მთავრობა შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადი დახმარებით, რაც რეალურად არაეფექტურია და შედეგზე არ არის გათვლილი.

მადონა ხარებავა იმედს გამოთქვამს, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი ასახული იქნება თვითმმართველობის ახალ პროგრამებში და რაც მთავარია 2018 წლის ბიუჯეტში.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ალექსანდრე სვანიშვილის რეკომენდაციაა, შშმ პირთა საკითხები თვითმმართველობამ გაიაზროს და განიხილოს კომპლექსურად. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით შემუშავდეს გრძელვადიანი სტრატეგია:

„ეს ეხება ფიზიკური გარემოს გაუმჯობესებას, ეს ეხება აღმზრდელობით საკითხებს, ეხება კვალიფიკაციის საკითხებს. ეს კომპლექსური საკითხია. განათლება, კულტურა, სპორტი ყველა სფეროში უნდა იყოს ასახული შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საჭიროებები“, - განაცხადა ალექსანდრე სვანიშვილმა.

ექსპერტის თქმით, სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომით შეიძლება იმ პრობლემის მოგვარება, რაც დღეს დგას - ბიუჯეტში შშმ პირების მოხსენიება დახმარების სუბიექტებად და არა საზოგადოების ჩვეულებრივ ნაწილად.

ზუგდიდის მერიაში ირწმუნებიან, რომ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. მერიის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უფროს ნინო სხულუხიას განცხადებით, ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტი მორგებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებს.

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ შშმ პირები არიან ის პირები, რომლებსაც აქვთ მრავლობითი საჭიროებები და ამიტომაც შეუძლებელია ისინი იყვნენ მხოლოდ ერთი პროგრამის მოსარგებლეები. მათ ექნებათ შესაძლებლობა განურჩევლად შეზღუდვის ხარისხისა ისარგებლონ აბსოლუტურად ყველა პროგრამით“, - აცხადებს ნინო სხულუხია.

ასოციაცია „დეას“ ინფორმაციით, კვლევამ რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა რეკომენდაციები, ჩატარდა პროექტის „მე მაქვს უფლება“ ფარგლებში. პროექტს „სამოქალაქო აქტივობის ინსტიტუტი“ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. კვლევის ფარგლებში საჭიროებების შესახებ ანკეტირების პრინციპით გამოიკითხა 400-ზე მეტი შშმ პირი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.