ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „კონსერვატორები“ შეიქმნა
ზუგდიდის საკრებულოში შეიქმნა ფრაქცია „კონსერვატორები“, რომლის
თავმჯდომარე
დეპუტატი დაზმირ ძიმცეიშვილი იქნება.
ფრაქციის წევრები არიან დავით გახარია და კონსტანტინე კაკავა. ფრაქციის შექმნის შესახებ განცხადება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა სანდრო სორდიამ გააკეთა.
„კონსერვატორების“ გარდა საკრებულოში კიდევ ორი ფრაქცია მუშაობს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ზუგდიდის საკრებულო ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს განიხილავს. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.