TI საქართველო: სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოებში ქალთა რაოდენობა გაიზარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში
ქალთა რაოდენობა 2014 წელთან შედარებით გაიზარდა. ინფორმაციას ამის
შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს.
ორგანიზაციის მონაცემებით, საკრებულოს წევრებთაგან, ქალთა
წარმომადგენლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ სენაკის (25%) და
წალენჯიხის (26.6%) საკრებულოებში. აქ 8-8 ქალია წარმოდგენილი.
წინა მოწვევის (2014 წ) საკრებულოსთან შედარებით ქალთა წარმომადგენლობის ყველაზე დიდი ზრდა (16%) ფოთის საკრებულოშია.
„ქალი წევრების რაოდენობა არ შეცვლილა მესტიის და ჩხოროწყუს საკრებულოებში, სხვაგან კი გაიზარდა. მხოლოდ ერთი ქალი წევრია აბაშის საკრებულოში, აბაშა ასევე ერთადერთია, სადაც საკრებულოში ქალთა წარმომადგენლობა შემცირდა 3.15%-ით“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.