ახალი ამბები
ჭალადიდის მცხოვრებლების ნაწილი წყალდიდობის შემდეგ ცენტრს ნავით უკავშირდება
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, მდინარე რიონზე წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ბორნის აღდგენის სამუშაოები გრძელდება.

მერის მოადგილე გრიგოლ ბაღათურიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობა გარესამყაროს მოწყვეტილი არ ყოფილა და მათ კომუნიკაციის პრობლემა არ შექმნიათ.

„სტიქიის მეორე დღესვე წავიდა იქ ტრაქტორი. ამოთხარა საძირკველი. ისევ უნდა ჩაიდოს საბორნე ნაგებობა, რაც იყო და რაც წყალმა წაიღო. დღეს იქ ამწე კრანია, რომელიც ატარებს სამუშაოებს. რაც შეეხება მოსახლეობის ერთმანეთში კომუნიკაციას, მოტორიანი ნავი ადგილზე ჰყავთ და პროდუქტი დასჭირდებათ თუ სხვა რამ, არავითარი პრობლემა არ არის“, - გვითხრა მერის მოადგილემ.

გრიგოლ ბაღათურიამ აღნიშნა, რომ სამუშაოებს ადგილობრივი ძალებით და მუნიციპალიტეტის ტექნიკით ახორციელებენ. რა თანხები დაიხარჯება ამ ყველაფრისთვის, ეს დაპროექტების შემდეგ გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბორანი იმუშავებს, თუმცა შემდეგ ჩამოვა კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლის ვითარებას და სამომავლო გეგმებიც დაისახება. მათ შორის გაირკვევა, შეცვლიან თუ არა მოქმედ ბორანს.

„ამას წინასწარ ვერ გეტყვით“, - განმარტა გრიგოლ ბაღათურიამ.

7 დეკემბერს წყალდიდობის შედეგად მდინარე რიონმა ბორანის ბაგირი მოგლიჯა და სამაგრი ბოძები დააზიანა. სწორედ ამ ბორანის საშუალებით უკავშირდება გარესამყაროს 14 ოჯახი.

მისი აღდგენა მომავალ კვირას დასრულდება, მანამდე კი მოსახლეობა მოტორიანი ნავით ისარგებლებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.